საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

სხდომის თარიღი: აპრილი 18, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2019 17:54

ცნობა  №  19-04

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ფიქსირებული და მობილური ქსელით  მომსახურებების  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის  ”გ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, VII და  IX თავების, ასევე კომისიის 2019 წლის 31 იანვრის N37/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 18 აპრილს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 18 აპრილისა