საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: აპრილი 11, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2019 12:15

ცნობა  №  19-09

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის შედეგების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის მიზნით

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის, ასევე კომისიის 2019 წლის 07 მარტის N122/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის შედეგების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის მიზნით. 

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად,  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 11 აპრილს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 11 აპრილისა.

თანდართული დოკუმენტები: