საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კერძო რადიომაუწყებლობის №№B18, B45, B46, B47, B49, B51, B52, B58, B67, B73, B81, B82 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: ოქტომბერი 31, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2019 17:09

ცნობა  №  19-23

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კერძო რადიომაუწყებლობის №№B18, B45, B46, B47, B49, B51, B52, B58, B67, B73, B81, B82 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის    38-ე  მუხლის  მე-9  პუნქტის,  45-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ა)  და  ბ)  ქვეპუნქტის,   საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, ასევე კომისიის 2019 წლის 26 სექტემბრის Nგ-19-23/557 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კერძო რადიომაუწყებლობის №№B18, B45, B46, B47, B49, B51, B52, B58, B67, B73, B81, B82 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 31 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრისა.