საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებების სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 21, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2019 18:58

ცნობა  №  19-07

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ მობილური საცალო ხმოვანი  მომსახურებების  სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის  ”გ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, VII და  IX თავების, ასევე კომისიის 2019 წლის 31 იანვრის N37/23 და 2019 წლის 14 თებერვლის 95/19 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიქსირებული და მობილური ქსელით  მომსახურებების  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე კომისიის 2019 წლის 95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 21 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 21 მარტისა

თანდართული დოკუმენტები: