საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის N610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 28, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2018 10:56

ცნობა  №  18-48

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის N610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ასევე კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის N658/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის N610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 28 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 28 დეკემბრისა.