საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ახნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F83 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 28 იანვრის N38/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 30, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 12:29

ცნობა  №  19-17

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ახნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F83 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის  28 იანვრის N38/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის, ასევე კომისიის 2019 წლის 25 აპრილის N250/23 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F83 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის  28 იანვრის N38/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 30 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 30 მაისისა.