საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ემ ეს გრუპის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №378/1 გადაწყვეტილებში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 30, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 12:30

ცნობა  №  19-18

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ემ ეს გრუპის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №378/1 გადაწყვეტილებში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2019 წლის 25 აპრილის N263/23 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ემ ეს გრუპის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №378/1 გადაწყვეტილებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 30 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 30 მაისისა.