საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 28, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2019 11:55

ცნობა  №  19-08

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განხილვის მიზნით 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების, ასევე კომისიის 2019 წლის 07 მარტის N115/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ მიმართ  ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განხილვის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად,  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 28 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 28 მარტისა.