საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ტელეკომპანია „s-tv“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F94 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 5 ივლისის N436/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 30, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 12:28

ცნობა  №  19-16

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ტელეკომპანია „s-tv -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F94 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 5 ივლისის N436/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის, ასევე კომისიის 2019 წლის 25 აპრილის N249/23 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „s-tv -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F94 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 5 ივლისის N436/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 30 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 30 მაისისა.