გადაწყვეტილება N 43 შ.პ.ს.”ნეოკომი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 43 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შ.პ.ს.”ნეოკომი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნეოკომი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 მაისის N5/4-2026  დადგენილებით):

          ა). ლიცენზია N 1134 გაცემული 16.08.99 წ- მოქმედების ვადა 03.08.2009წ

ლიცენზიის სახეობა: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო ქსელის მშენებლობა

          ბ). ლიცენზია N 1135 გაცემული 16.08.99 წ- მოქმედების ვადა 03.08.2009წ

ლიცენზიის სახეობა: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო ქსელით ექსპლუატაციაზე 1725-1740 მგჰც (მიღებაზე) და 1820-1835 მგჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში რადიოსარელეო ხაზის გამოყენებით

          გ). ლიცენზია N 1136 გაცემული 16.08.99 წ- მოქმედების ვადა 03.08.2009წ

ლიცენზიის სახეობა: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი:. ფიჭური სატელეფონო ქსელით ექსპლუატაციაზე 1725-1740 მგჰც (მიღებაზე) და 1820-1835 მგჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში

          დ). ლიცენზია N 1230  გაცემული 21.09.99 წ- მოქმედების ვადა 03.08.2009წ

ლიცენზიის სახეობა: თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი:. კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემის აგება

          ე). ლიცენზია N 1231  გაცემული 21.09.99 წ- მოქმედების ვადა 03.08.2009წ

ლიცენზიის სახეობა: თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი:. კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემის ექსპლუატაცია და საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვა

          ვ). ლიცენზია N 1232 გაცემული 21.09.99 წ- მოქმედების ვადა 03.08.2009წ

ლიცენზიის სახეობა: თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი:. კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემით მომსახურება

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები