გადაწყვეტილება N 54 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.”აიეტი ტვ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 54 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.”აიეტი ტვ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ’საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აიეტი ტვ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 18 იანვრის N4/4-273  დადგენილებით):

ა). ლიცენზია N 1 გაცემული 14.05.93 წ – მოქმედების  ვადა 14.05. 2003 წელი.

ლიცენზიის სახეობა -  სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - უმავთულო საკაბელო ტელევიზიის სისტემის mmDS-ის მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე სულ 13 არხზე დიაპაზონში (2564-2612 და 2636-2692)

ბ). ლიცენზია N 676  გაცემული 16.07.98 წ – მოქმედების  ვადა 16.07. 2001 წელი.

ლიცენზიის სახეობა -  სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი   - 21-ე, 22-ე, 24 -ე, 26-ე, 27-ე,  29-ე,  31-ე 32-ე, 34-ე, 36-ე, 37-ე, 39-ე, 41-ე, 42-ე, 44-ე, 46-ე, 47-ე, 49-ე, 51-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე, 57-ე, 59-ე, მე-60  სატელევიზიო არხები საკაბელო მაუწყებლობისათვის.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები