გადაწყვეტილება N 319 სააქციო საზოგადოება ”ეი-ი-ეს თელასი“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 319 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2001

მიღების თარიღი ივნისი 15, 2001

  სააქციო საზოგადოება ”ეი-ი-ეს თელასი„- სათვის       საქართველოში მაღალსიხშირული  მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.        მიეცეს ნებართვა სააქციო საზოგადოება ”ეი-ი-ეს თელასს”  შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები, 2001 წლის 28 თებერვლით დათარიღებული თანდართული ანგარიშფაქტურა № 132 B -ის   ჩამონათვალის  შესაბამისად.         

 

2.        უზრუნველყოს  სააქციო საზოგადოება ”ეი-ი-ეს თელასმა”   მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის.

 

3.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

                   კომისიის თავმჯდომარე                                                                 ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები