გადაწყვეტილება N 320 რადიოკომპანია ”პირველი რადიო“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 320 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2001

მიღების თარიღი ივნისი 15, 2001

რადიოკომპანია ”პირველი რადიო„- სათვის  საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე  ნებართვის გაცემის შესახებ

 

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე  მუხლის  მე-2 და  მე-3  პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.        მიეცეს   ნებართვა   რადიოკომპანია ”პირველი რადიო„-ს   შემოიტანოს  საქართველოს  ტერიტორიაზე 2001 წლის 28 მარტით  დათარიღებული  თანდართული ანგარიშფაქტურა              № VI/100101 -ით  გათვალისწინებული  მაღალსიხშირული  მოწყობილობები :

        ა)  კოდი-R1P999 – Radio link – (RX-TX)- Freq.340,480 -  სარელეო ხაზის სადგური -     1 ცალი;

        ბ) კოდი- R1P999 – Radio link – (RX-TX)- Freq.312,106 -  სარელეო ხაზის სადგური -     1  ცალი;

  გ) კოდი- R1P999 – Radio link  - (RX)        - Freq.312,106 -  სარელეო მიმღები            -    1  ცალი.

                               

2.        უზრუნველყოს რადიოკომპანიამ ”პირველი რადიო„ მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე   სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის.

 

3.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

                     

 

                კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვ.აბაშიძე