გადაწყვეტილება N 321 შ.პ.ს”ტრამვაი-ტროლეიბუსის საწარმო”-ს რადიოსადგურებისათვის სიხშირული მინიჭების შესახებ

ნომერი: 321 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2001

მიღების თარიღი ივნისი 15, 2001

         შ.პ.ს”ტრამვაი-ტროლეიბუსის საწარმო”-ს რადიოსადგურებისათვის 

    სიხშირული მინიჭების შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შ.პ.ს. „ტრამვაი-ტროლეიბუსის საწარმოს” რადიოსადგურებს 164,175 მგჰც  სიხშირე   ქ. თბილისში  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის.

2.      უზრუნველყოს შ.პ.ს. „ტრამვაი-ტროლეიბუსის საწარმომ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების - (რაციების) გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად.

3.      კიონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

 

 

                           კომისიის თავმჯდომარე                                                              ვ.აბაშიძე