გადაწყვეტილება N 323 “ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდა”- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 323 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2001

მიღების თარიღი ივნისი 15, 2001

              „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდა”- სათვის                საქართველოში მაღალსიხშირული  მოწყობილობების შემოტანაზე      ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.        მიეცეს ნებართვა   „ქართულ-ბრიტანული  ნავთობის  კომპანია ნინოწმინდა”-ს     შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები, 2001 წლის  8 ივნისით დათარიღებული თანდართული ანგარიშფაქტურა № 010006 -ის   ჩამონათვალის  შესაბამისად.         

 

2.        უზრუნველყოს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია ნინოწმინდა”-მ  მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის.

 

3.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

                   კომისიის თავმჯდომარე                                                                 ვ.აბაშიძე