გადაწყვეტილება N 325 შ.პ.ს. ”ტელეკომპანია გურჯაანი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 325 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2001

მიღების თარიღი ივნისი 22, 2001

შ.პ.ს. ”ტელეკომპანია გურჯაანი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და N 55 მუხლის მე-10 პუნქტის, აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიოკომპანია გურჯაანი”-ს (რეგისტრირებული გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 თებერვლის  N 27/4-104 დადგენილებით):

ლიცენზია N 1084 გაცემული 03.08.99წ – მოქმედების ვადა 20.07. 2004 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-11 სატელევიზიო არხზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის სიმაღლე 40 მეტრი.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ.აბაშიძე.