გადაწყვეტილება N 352 შ.პ.ს.”დუშეთის ტელევიზია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 352 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

შ.პ.ს.”დუშეთის ტელევიზია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის  შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დუშეთის ტელევიზია”-ს (რეგისტრირებული დუშეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 სექტემბრის  N 30/4-49 დადგენილებით):

ლიცენზია N 236 გაცემული 25.08.1997წ– მოქმედების ვადა სამი ( 3 ) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ მეტრულ სატელევიზიო არხზე, 5 ვატი სიმძლავრის  გადამცემის გამოყენებით (ქ.დუშეთი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.