გადაწყვეტილება N 354 შ.პ.ს.”ფოთი ტვ”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 354 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

შ.პ.ს.”ფოთი ტვ”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის  შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფოთი ტვ”-ს ( რეგისტრირებული ქ.ფოთის სასამართლოს 1996 წლის 17 მაისის  N 10/4-561 დადგენილებით):

ლიცენზია N 301 გაცემული 10.07.97წ – მოქმედების ვადა ხუთი(5)წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: რადიო მაუწყებლობა 100,5 მგჰც სიხშირეზე, 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.ფოთი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.