გადაწყვეტილება N 356 შ.პ.ს.”აია ტვ”-კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 356 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

შ.პ.ს.”აია ტვ”-კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და

 უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის   შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აია ტვ”-ს (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის  სასამართლოს 1998 წლის 15 სექტემბრის  N 12/4-836 დადგენილებით):

ლიცენზია N 864 გაცემული 26.06.99წ – მოქმედების ვადა 12.02. 2001 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით  მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მაუწყებლობა შემდეგი სატელევიზიო მე-3, მე-5, მე-6, მე-8, მე-11, 21-ე, 23-ე, 29-ე, 32-ე, 34-ე,     36-ე და 38-ე არხების გამოყენებით (ქ. ქუთაისი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.