გადაწყვეტილება N 358 შ.პ.ს.”მერანი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 358 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2001

მიღების თარიღი ივლისი 13, 2001

შ.პ.ს.”მერანი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მერანი”-ს (რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 19 აგვისტოს  N 32/4-152 დადგენილებით):

ლიცენზია N 1193 გაცემული 28.09.99 წ – მოქმედების ვადა 17.09.2004 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით  მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: სადენიანი რადიოქსელით მომსახურება (ქ. ზესტაფონი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.