შპს “ეი-ი-ეს მტკვარი”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 29, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს “ეი-ი-ეს მტკვარს” მაღალსიხშირული
მოწყობილობების გამოყენებაზე გადამცემი რადიოსადგურების
წარმოდგენილი ანკეტებისა და დანართ 1-ში ჩამონათვალის მიხედვით;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა
ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის წევრი კ. პოპიაშვილი