შპს “საიმედო”- სათვის (163,875 მგჰც) სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 419 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2001

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

 

1.     მიენიჭოს შპს “საიმედოს” 163,875 მგჰც  სიხშირე ქ. თბილისში  სამსახურებრივი  რადიოკავშირისათვის;

 

2.     უზრუნველყოს შპს “საიმედომ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

 

3.     კიონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

 კომისიის თავმჯდომარე                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები