გადაწყვეტილება N 55 შ . პ . ს . “ ვანექსი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 55 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2002

  შ.პ.ს. „ვანექსი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „ვანექსს” ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურეობის განსახორციელებლად  ისარგებლოს ნუმერაციის შემდეგი რესურსით (N 1286 ლიცენზიის მოქმედების ვადით):

50 5XXX, 50 6XXX, 50 7XXX, 50 8XXX, 50 9XXX;    

2.                  ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

3.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები