შპს ,,ჯეონეთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 653 / 24

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2018 18:00

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2018

შპს  ,,ჯეონეთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ჯეონეთმა” (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-7/5793-18, 02/11/2018) 2000 სააბონენტო ნომერზე VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეონეთი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

B.F.3 მონაცემთა გადაცემა:

მონაცემთა გადაცემა.

B.F.5

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება;

კომისია   აღნიშნავს, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

 კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.დ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს -1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ,ჯეონეთის”  მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის  2012 წლის 21  თებერვლის  №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეონეთის”  მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ჯეონეთის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის - 200 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეონეთი” უკვე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებებს 2000 სააბონენტო ნომერზე (კომისიის 2012 წლის 23 მარტის N227/24 და 2016 წლის 25 მაისის N318/24 გადაწყვეტილებებით), აქედან გამომდინარე მასზე ვრცელდება კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული 75%-ის ათვისების ვალდებულება. კომისიის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტასტისტიკური ფორმების 2018 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით  შპს „ჯეონეთს“ ჰყავს 1503 რეგისტრირებული აბონენტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „ჯეონეთს“  კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსიდან ათვისებული აქვს 75,15%.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს შპს ,ჯეონეთს,”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N448 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 706 771 000- 706 772 999 (სულ ორი ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)  უფლების მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 ნოემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2.  ეცნობოს შპს „ჯეონეთს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეონეთისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯეონეთისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე