შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „ლოკალ ნეთვორქის“ (ს/კ 405154675) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლოკალ ნეთვორქის“ (ს/კ 405154675)შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 654 / 11

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2018 10:11

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2018

შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „ლოკალ ნეთვორქის“  (ს/კ 405154675) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლოკალ ნეთვორქის“ (ს/კ 405154675)შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „აირკონექტმა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/6012-18 13.11.2018), შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „ლოკალ ნეთვორქის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა“ შპს „ლოკალ ნეთვორქის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „აირკონექტი“ და შპს „ლოკალ ნეთვორქი“  წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „აირკონექტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 WiFi

შპს „ლოკალ ნეთვორქს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: 

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „ლოკალ ნეთვორქის“ დირექტორი და 51%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი გოგიტა კორძაძე, წილის 49%-ს ფლობს ფიზიკური პირი დათო ტაბიძე.

შპს „აირკონექტის“ დირექტორი  და  100%-იანი  წილის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „ლოკალ ნეთვორქი“ სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.

შპს „აირკონექტი“ წილის 100%-ს ფლობს შპს „POWERNET”-ში და წილის 40%-ს ფლობს შპს „SKYGROUP”-ში.

შპს „SKYGROUP”-ის წილის 60%-ის მფლობელია ასევე  შპს „POWERNET”-ი, რომლის  დირექტორია იუზა ცერცვაძე. ფიზიკური პირი იუზა ცერცვაძე ასევე არის  წილის 34%-ის მფლობელი შპს „Airnet აირნეტში“.

შპს „Airnet აირნეტის“ წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ჯაბა ინჯია, რომელიც ასევე არის შპს „SKYGROUP”-ის დირექტორი.

შპს „Airnet აირნეტის“ წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით მეგრელიშვილი, რომელიც 10%-იანი წილის მფლობელია შპს „SKYNET“-ში.

შპს „SKYNET“-ის დირექტორი და 90%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი გოგა ჭითანავა.

შესაბამისად, შპს „აირკონექტი“ აფილირებულია შპს „POWERNET“-თან, შპს „SKYGROUP“ -თან, შპს „Airnet აირნეტთან“ და შპს „SKYNET“-თან.

შპს „აირკონექტი“, შპს „ლოკალ ნეთვორქი“, ასევე შპს „აირკონექტთან“ აფილირებული ავტორიზებული პირები, ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიების მიხედვით შეადგინა:

შპს „აირკონექტი“ – 2170 აბონენტი;

შპს „ლოკალ ნეთვორქი“ – 755 აბონენტი;

შპს „POWERNET“ – 1202 აბონენტი;

შპს „SKYGROUP“ – 464 აბონენტი;

შპს „Airnet აირნეტი“ – 48 აბონენტი;

შპს „SKYNET“ – 561 აბონენტი;

ხოლო მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

 

Airnet აირნეტი

POWERNET

SKYGROUP

SKYNET

აირკონექტი

ლოკალ ნეთვორქ 

ადიგენის რაიონი

 

 

 

 

 

 

ასპინძის რაიონი

 

 

 

 

 

 

ახალციხის რაიონი

 

 

 

 

 

 

ბათუმი

 

 

 

 

0.03%

 

ბოლნისის რაიონი

 

 

4.94%

 

 

 

ბორჯომის რაიონი

 

 

 

 

 

 

გორის რაიონი

 

 

 

 

1.39%

 

დმანისის რაიონი

 

0.09%

21.62%

 

 

 

დუშეთის რაიონი

 

1.53%

 

 

 

 

ვანის რაიონი

 

 

 

 

 

15,73%

ზუგდიდის რაიონი

 

 

 

3.36%

 

 

თბილისი

0.01%

0.001%

 

 

0.001%

 

თეთრი წყაროს რაიონი

 

 

0.70%

 

 

 

თიანეთის რაიონი

 

19.79%

 

 

 

 

კასპის რაიონი

 

8.30%

 

 

11.49%

 

მარტვილის რაიონი

 

 

 

 

 

4.94%

მცხეთის რაიონი

0.01%

6.82%

 

 

0.02%

 

ოზურგეთის რაიონი

 

 

 

 

0.32%

 

რუსთავი

 

0.003%

 

 

0.003%

 

საგარეჯოს რაიონი

0.00%

0.19%

 

 

 

 

სამტრედიის რაიონი

 

 

 

 

0.01%

0.74%

საჩხერის რაიონი

 

 

 

 

12.28%

 

ფოთი

 

 

 

 

0.01%

 

ქედის რაიონი

 

 

 

 

15.69%

 

ქარელის რაიონი

 

 

 

 

 

 

ჩოხატაურის რაიონი

 

 

 

 

 

 

წალკის რაიონი

 

 

 

 

 

 

ჭიათურის რაიონი

 

 

 

 

5.67%

 

ხელვაჩაურის რაიონი

 

 

 

 

5.02%

 

ხობის რაიონი

 

 

 

1.73%

8.7%

 

ხონის რაიონი

 

 

 

 

 

7.05%

ხულოს რაიონი

 

 

 

 

 

 

 

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „ლოკალ ნეთვორქის“ წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „ლოკალ ნეთვორქის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეთ თანხმობა შპს „აირკონექტს“ და შპს „ლოკალ ნეთვორქს“, შპს „აირკონექტის“  მიერ შპს „ლოკალ ნეთვორქის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქის“ შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს „აირკონექტს“ და შპს „ლოკალ ნეთვორქს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „აირკონექტი“ და შპს „ლოკალ ნეთვორქი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს „აირკონექტის“ და შპს „ლოკალ ნეთვორქის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „აირკონექტმა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლოკალ ნეთვორქისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).            

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე