საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნომერი: 732 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2019 14:28

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ „მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მხრიდან კანონის მოთხოვნების, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე  და  44-ე მუხლების,    „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად  

:

1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება  მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:

ა) ივანე მახარაძე - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;

ბ) მარიამ აროშიძე - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი;

გ) ზურაბ კვირკველია - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

დ) იოსებ ბაღაშვილი – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

ე) კონსტანტინე ქორიძე – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ვ) ლალი გვერდწითელი – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტი;

ზ) ნიკოლოზ კონდოლელი - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სადგურის მთავარი ინჟინერი;

თ) ნოდარ ასპანიძე - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი;

ი) ზურაბ გუძუაძე – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სპეციალსტი;

კ) გიორგი წიკლაური – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სადგურის მთავარი ინჟინერი;

ლ) ლევან დემურაძე – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის რადიომონიტორინგის ინჟინერი;

მ) მიხეილ ჯღამაძე – კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპატრტამენტის უფროსი;

ნ) დავით ქუთათელაძე - კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპატრტამენტის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი;

ო)  ციალა უჯმაჯურიძე - კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპატრტამენტის ნუმერაციის მართვის მთავარი სპეციალისტი;

პ) ნათია დევდარიანი – კომისიის აპარატის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;

2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

3. შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად;

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;

5. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 01 იანვრამდე;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების (ი. მახარაძე), რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე), სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის (მ. ჯღამაძე) და საფინანსო–საბიუჯეტო (ნ. დევდარიანი) დეპარტამენტებს.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე