საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 740 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2019 17:32

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N63 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1. კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N63 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „წინსვლისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N63 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №63 სხდომის  დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი    2018 წლის 28 დეკემბერი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის N63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციის უფროსის მ.შ.);
  2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა  და  ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის “ 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ  (მომხს. ნ.დევდარიანი - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
  3. შპს „წინსვლისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).