შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354) წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354), შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) და შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-19-11 / 608

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 12:53

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2019

შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „სტარნეტის“  (ს/კ 423355354) წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „სტარნეტის“  (ს/კ 423355354),  შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) და შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას   ერთობლივი   წერილით   მიმართეს   შპს   „აირკონექტმა“,   შპს  „სტარნეტმა“,   შპს „ჯეოლინკმა“ და  „ლავნეტმა“ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-19-6/3927 09.10.2019), შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „სტარნეტის“ წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “  და შპს „სტარნეტის“,   შპს „აირკონექტისა“ და შპს „ჯეოლინკის“, შპს „აირკონექტისა “ და შპს „ლავნეტის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ  კომისიას უნდა  ეცნობოს შეძენის  განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „აირკონექტი“, შპს „სტარნეტი“, შპს „ჯეოლინკი“ და შპს „ლავნეტი“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს.

შპს „აირკონექტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: 

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3   ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi 

შპს  „სტარნეტს“  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს  ელექტრონული  საკომუნიკაციო  მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3    ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2     ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს „ჯეოლინკს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3   ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს  „ლავნეტს“  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს  ელექტრონული  საკომუნიკაციო  მომსახურების შემდეგ სახეებზე: 

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა 

A.F.3   ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა 

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „აირკონექტის“ დირექტორი   და   100%-იანი   წილის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე.

შპს „სტარნეტის“ დირექტორია რობერტ მანველიანი, ხოლო   შპს „სტარნეტის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი კრისტინე ჟამკოჩიანი.

შპს  „ჯეოლინკის“  დირექტორია  დავით  ცერცვაძე,  ხოლო შპს  „ჯეოლინკის“  წილის   100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თეიმურაზ მანველიანი.

შპს „ლავნეტის“ დირექტორია დავით ცერცვაძე, ხოლო წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი რიდა მანუკიანი.

დავით ცერცვაძე ასევე წარმოადგენს შპს „სიმნეტის“ (ს/კ 424066441) დირექტორს. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „აირკონექტი“ წილის 100%-ს ფლობს შპს „POWERNET”-ში და შპს „ლოქალ ნეთვორქში“, ასევე წილის 40%-ს ფლობს შპს „SKYGROUP”-ში. 

შპს „SKYGROUP”-ის წილის 60%-ის მფლობელია შპს „POWERNET”-ი.

შესაბამისად, შპს „აირკონექტი“ აფილირებულია შპს „ლოქალ ნეთვორქთან“, შპს „POWERNET“-თან, შპს „SKYGROUP“ -თან და შპს „სიმნეტთან“.

შპს „აირკონექტი“, შპს „ჯეოლინკი“, შპს „ლავნეტი“, შპს „სტარნეტი“, ასევე შპს „აირკონექტთან“ აფილირებული ავტორიზებული პირები, ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით კომპანიების მიხედვით შეადგინა: 

შპს „ჯეოლინკი“ – 491 აბონენტი; შპს „ლავნეტი“ – 489 აბონენტი; შპს „სტარნეტი“ – 1097 აბონენტი;

შპს „აირკონექტი“ – 3865 აბონენტი;

შპს „ლოკალ ნეთვორქი“ – 881 აბონენტი; შპს „POWERNET“ – 966 აბონენტი;

შპს „SKYGROUP“ – 203 აბონენტი; შპს „სიმნეტი“ – 3040 აბონენტი.

მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის     ხვედრითი     წილი     შესაბამის    მუნიციპალიტეტში  არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

 

 

აირკონექტ

 

POWER NET

 

SKYGR OUP

ლოკალ ნეთ- ვორქ

 

ჯეო- ლინკ

 

ლავნეტ

 

სტარ- ნეტ

 

სიმნეტი

ადიგენის რ-ნი

 

 

 

 

 

 

 

20,01%

ასპინძის რ-ნი

0,42%

 

 

 

 

 

 

2,03%

 

36,5%

ახალციხის რ-ნი

0,02%

 

 

 

 

 

 

25,3%

ახალქალაქის რნ.

 

 

 

 

 

2,1%

 

 

6,1%

 

 

13,4%

 

 

ბათუმი

0,36%

 

 

 

 

 

 

 

ბოლნისის რ-ნი

0,1%

 

1,56%

 

 

 

 

 

ბორჯომის რ-ნი

0,02%

 

 

 

 

0,03%

 

 

                             

გორის რ-ნი

0,6%

 

 

 

 

 

 

 

დმანისის რ-ნი

0,3%

0,05%

6,25%

 

 

 

 

 

დუშეთის რ-ნი

 

0,79%

 

 

 

 

 

 

ვანის რ-ნი

0,75%

 

 

15,63%

 

 

 

 

თეთრი წყაროს რ.

0,49%

 

 

 

 

 

 

 

თიანეთის რ-ნი

1,21%

16,92%

 

 

 

 

 

 

კასპის რ-ნი

12,85%

5,23%

 

 

 

 

 

 

ლანჩხუთის რ-ნი

0,11%

 

 

 

 

 

 

 

მარტვილის რ-ნი

0,29%

 

 

6,12%

 

 

 

 

მცხეთის რ-ნი

0,37%

4,15%

0,29%

 

 

 

 

 

ნინოწმინდის რნ.

 

 

 

 

 

7,49%

 

 

 

 

ოზურგეთის რ-ნი

0,28%

 

 

 

 

 

 

 

საგარეჯოს რ-ნი

 

0,13%

 

 

 

 

 

 

სამტრედიის რ-ნი

0,17%

 

 

0,88%

 

 

 

 

საჩხერის რ-ნი

10,14%

 

 

 

 

 

 

 

ფოთი

0,01%

 

 

 

 

 

 

 

ქედის რ-ნი

11,82%

 

 

 

 

 

 

 

ქობულეთის რ-ნი

0,11%

 

 

 

 

 

 

 

ჩოხატაურის რ-ნი

27,82%

 

 

 

 

 

 

 

წალკის რ-ნი

32,88%

 

 

 

 

 

 

 

ჭიათურის რ-ნი

1,3%

 

 

 

 

 

 

 

ხონის რ-ნი

 

 

 

7,27%

 

 

 

 

                     


არსებული  მონაცემებიდან  ჩანს,  რომ  შპს  „ჯეოლინკი“,  შპს  „ლავნეტი“  და  შპს  „სტარნეტი“ აბონენტებს ფლობენ ძირითადად ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც შპს „აირკონექტს“ და მასთან აფილირებულ ავტორიზებულ პირებს აბონენტები არ გააჩნიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „სტარნეტის“  წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „აირკონექტისა“  და  შპს  „სტარნეტის“,  შპს  „აირკონექტისა“  და  შპს  „ჯეოლინკის“  და  შპს „აირკონექტისა “ და შპს „ლავნეტის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად,  კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „აირკონექტის“  მიერ შპს „სტარნეტის“ წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ და შპს „სტარნეტის“ , შპს „აირკონექტისა“ და შპს „ჯეოლინკის“ და შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლავნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის   დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეთ თანხმობა შპს „აირკონექტს“, შპს „ჯეოლინკს“, შპს „ლავნეტს“ და შპს „სტარნეტს“, შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „სტარნეტის“  წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“  წილის  100%-ის  შეძენაზე,  ასევე  შპს  „აირკონექტისა“  და  შპს  „სტარნეტის“,  შპს „აირკონექტისა“ და შპს „ჯეოლინკის“ და შპს „აირკონექტისა “ და შპს „ლავნეტის“ შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს „აირკონექტს“, შპს „ჯეოლინკს“, შპს „ლავნეტს“ და შპს „სტარნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „სტარნეტის“, შპს „აირკონექტისა“ და შპს „ჯეოლინკის“ და შპს „აირკონექტისა“ და შპს „ლავნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „აირკონექტი“, შპს „ჯეოლინკი“, შპს „ლავნეტი“ და შპს „სტარნეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 

3. შპს „აირკონექტისა“ და შპს „სტარნეტის“, შპს „აირკონექტისა“ და შპს „ჯეოლინკის“ და შპს „აირკონექტისა “ და შპს „ლავნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „აირკონექტმა“, შპს „ჯეოლინკმა“, შპს „ლავნეტმა“ და შპს „სტარნეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აირკონექტის“, შპს „ჯეოლინკის“, შპს „ლავნეტისა“ და შპს „სტარნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „აირკონექტის“, შპს „ჯეოლინკის“, შპს „ლავნეტისა“ და შპს „სტარნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (მ. კანკავა).

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    თავმჯდომარე - მ.შ.

თანდართული დოკუმენტები: