შპს „გოლდ-ნეტის“ (ს/კ 438728780) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-19-11 / 609

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 12:59

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2019

შპს „გოლდ-ნეტის“ (ს/კ 438728780) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გოლდ-ნეტმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №19-6/4055 23.10.2019), შპს „გოლდ-ნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „გოლდ-ნეტი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციოსფეროში ავტორიზებულ    პირს    და    მას    ავტორიზაცია გავლილი აქვს  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3   ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გოლდ-ნეტის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ნუგზარ მიქაძე. ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძეს აქვს განზრახვა შეიძინოს  ფიზიკური პირის - ნუგზარ მიქაძის კუთვნილი შპს „გოლდ-ნეტის“ წილის 100%.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გოლდ-ნეტი“ სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.   შპს „გოლდ- ნეტის“ წილის 100%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ალექსანდრე მიქაძე აფილირებულია ავტორიზებულ პირ ი/მ „ალექსანდრე მიქაძესთან“. 

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „გოლდ-ნეტი“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში და 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ემსახურებოდა 95 აბონენტს. ი/მ „ალექსანდრე მიქაძე“ ასევე ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში და 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ემსახურებოდა 29 აბონენტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შპს „გოლდ-ნეტის“ წილის 100%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნას თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. 

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შპს „გოლდ-ნეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „გოლდ-ნეტს“, შპს „გოლდ-ნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე; 

2. განემარტოს შპს „გოლდ-ნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „გოლდ-ნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „გოლდ-ნეტისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „გოლდ-ნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „გოლდ-ნეტისათვის“ ამ   გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში; 

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (მ. კანკავა).

ელისო ასანიძე    წევრი

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    თავმჯდომარე - მ.შ.

თანდართული დოკუმენტები: