საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-13 / 466

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2019 17:49

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2019

საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის   რადიოსიხშირული ზოლების  მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტმა კომისიას  მიმართა  განცხადებით  (№0355,მ 16.07.19) რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (№445/13, 02.08.2018)   მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭებისა და დამატებით, კონკრეტული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 471   მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული  ნორმატიული  აქტების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს მთავრობის   2015   წლის   24   სექტებრის №507  დადგენილებით   დამტკიცებული

„სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლის,   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის  ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს საქართველოს   თავდაცვის სამინისტროს ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად  საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, სიხშირეები, თანდართული      ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი  ცნობილ  იქნას  ამ    გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე  გადაწყვეტილების დანართი;

4. აღირიცხოს       საქართველოს   თავდაცვის  სამინისტროსთვის       მინიჭებული რადიოსიხშირული  ზოლები  კომისიის  საიდუმლო  დოკუმენტაციის  სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს   თავდაცვის სამინისტროსთვის   რადიოსიხშირული ზოლების   მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,

№6)  ერთი თვის ვადაში;

8.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის   დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უროსსს (თ.ძაგნიძე);

ელისო ასანიძე კომისიის წევრი

ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები: