საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-13 / 555

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2019 17:50

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2019

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს  სახელმწიფო   დაცვის სპეციალურმა  სამსახურმა   კომისიას მიმართა განცხადებით (№1/82-517-ს,13.09.19), 2018 წლის 4 ოქტომბერს კომისიის მიერ №569/13 გადაწყვეტილებით და ამავე გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ გეოგრაფიულ წერტილებში განლაგებული, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო ქსელის სადგურების ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების,  ახალი ვადით   მინიჭების საჭიროების  შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 471   მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის,  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული  ნორმატიული  აქტების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს მთავრობის   2015   წლის   24   სექტებრის   №507დადგენილებით  დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლის,   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის  ოთხმა  წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო ქსელის სადგურების  ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის,  რადიოსიხშირეები ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით    განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, 2019  წლის 04 ოქტომბრიდან ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე   გადაწყვეტილების   დანართი   ცნობილ   იქნას   ამ   გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად   იქნას მიჩნეული   წინამდებარე   გადაწყვეტილების დანართი;

4. აღირიცხოს    საქართველოს სახელმწიფო  დაცვის  სპეციალური  სამსახურისთვი მინიჭებული სიხშირეები   კომისიის    საიდუმლო      დოკუმენტაციის     სპეციალურ რეესტრში;

5.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.    გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   ამ   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;

8.  გადაწყვეტილება,     დანართის     გარეშე     გამოქვეყნდეს  კომისიის  ვებ-გვერდზე ინტერნეტში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს მრჩეველს,     კომისიის     ადმინისტრაციული     და     ორგანიზაციული     მხარდაჭერის მიმართულებით  (ი.ხარებავა);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის   დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე).

ელისო ასანიძე    კომისიის წევრი

ვახტანგ აბაშიძე   კომისიის წევრი 

მერაბ ქათამაძე   კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე   კომისიის წევრი 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები