საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-13 / 607

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2019 11:33

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2019

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების    შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ    საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის   სსიპ   „საქართველოს ოპერატიულ - ტექნიკური სააგენტომ“ კომისიას  მიმართა  განცხადებით   (№6/6/11-3197ს, 10.09.19), განსაზღვრული   ადგილმდებარეობისა   და   რადიოსიხშირული ზოლების ფარგლებში, რადიოსაკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეების გამოყოფის და მინიჭების მოთხოვნით.   აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით,   კომისიის მიერ წერილობით    (№16-ს, 02.10.19)  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად სიხშირეების მინიჭებასა და   გამოყენებაზე   თანხმობა,   საქართველოს   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტომ“ კომისიას,  აცნობა წერილით  (№6/6/8-3654ს, 16.10.19)„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 471   მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის,  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული  ნორმატიული  აქტების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს მთავრობის   2015   წლის   24   სექტებრის  №507 დადგენილებით   დამტკიცებული

„სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლის,   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის  სამმა  წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს    საქართველოს   სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის  სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ რადიოსიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის)  განსაზღვრული  ადგილმდებარეობისა და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსაკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი  ცნობილ  იქნა  ამ    გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების დანართი;

4. აღირიცხოს  საქართველოს  სახელმწიფო  უსაფრთხოების    სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“  რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში   იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

8.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსს (ნ.აპანიძე);

ელისო ასანიძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   თავმჯდომარე - მ.შ.

თანდართული დოკუმენტები: