შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-13 / 670

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2019 13:21

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2019

შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებულია ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგ. №5/4-385; ს.კ. № 204876606) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/4293, 07.11.19) და მოითხოვა რადიოსარელეო სიხშირეების 5 წლის ვადით მინიჭება იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია წერილის დანართში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის    წყვილებით    ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის    ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული     საკომუნიკაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური     საკომუტაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული      მაგისტრალური    არხებისა    და    შესაბამისი    ელემენტების    ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7   ელექტრონული    საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების    გაფართოებული    რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

GSM; WCDMA; CDMA; LTE.

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული  სააბონენტო დაშვების  ქსელის ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

თანამგზავრული      საკომუნიკაციო     სისტემის     ტერმინალური     საშუალებების     ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi; CDMA;

3G;

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი  და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან  სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით: ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება. 

B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება: 

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.

„ელექტრონული    კომუნიკაციების     შესახებ“   საქართველოს  კანონის  471 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის

2019 წლის 22 ნოემბრის №19-10-2254 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „მაგთიკომს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის №19-10-2254 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2019 წლის 28 ნოემბრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 23294.32  ლარი (2019 წლის 27 ნოემბრის №19-10-2294 სამსახურებრივი ბარათი).

აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (28.11.19-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 836.82 ლარს;

მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 8982.88 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 4491.54 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 4491.54 ლარს;

მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 4491.54 ლარს.

ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს შპს „მაგთიკომს“ გაეგზავნა წერილი№გ-19-03/3761,   რომლის   თანახმად   კომპანიას   კომისიის   ბიუჯეტში  უნდა გადაეხადა   პირველი კალენდარული  წლის  საფასური,  რომელიც განისაზღვრება  სარგებლობის  უფლების  გაცემიდან (28.11.19-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 836.82  ლარს. წერილის  თანახმად,   კომპანიას   თანხის   გადახდა   უნდა   განეხორციელებინა   2019   წლის  28 ნოემბრამდე.  შპს „მაგთიკომმა“ 2019 წლის 27 ნოემბერს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 836.82 ლარი. კომისია  აღნიშნავს,  რომ  2019  წლის  28  ნოემბრის  სხდომაზე  კომისიამ  იმსჯელა  შპს „მაგთიკომის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე  ტექნოლოგიური,  დანიშნულებით  რადიოსარელეო  სიხშირეებით  სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.

„ელექტრონული    კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  471 მუხლის  მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №F2193 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2019 წლის 28 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

2.  განესაზღვროს  შპს  „მაგთიკომს“  რადიოსიხშირული  რესურსით  სარგებლობის  საფასური  - 23294.32 (ოცდასამი ათას ორასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 32 თეთრი)  ლარის ოდენობით;

3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 23294.32 (ოცდასამი ათას ორასოთხმოცდათოთხმეტი  ლარი და 32 თეთრი)   ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22; 

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.

მეორე კალენდარული წლის საფასური 8982.88 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 4491.54 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 4491.54 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 4491.54 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე;

4. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მაგთიკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული                                                 ინფორმაციის      ელექტრონული      წესით      ასახვა      (ვებ      მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი);

8. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს „მაგთიკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

9.    დაევალოს    კომისიის     ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   შპს  „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

10. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;

11.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის    საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა    კოლეგიაში    (დავით   აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3, მე-6, მე-7, მე-9 და მე-12 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019  წლის 28 ნოემბრის №  გ-19-13/670   გადაწყვეტილების დანართი

 

 

 

 

პუნქტი A

 

 

 

კოორდინატე ბი

 

 

 

პუნქტი B

 

 

 

კოორდინატე ბი

 

 

A  Tx

(მჰც)

 

 

B  Tx

(მჰც)

 

ზოლის სიგანე (მჰც)

 

სიმძლავრ ე (ვტ)

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის დონიდან (მ)

 

A

B

1

ქუთაისი

42˚15ʼ37.8ʺN

42˚37ʼ35.0ʺE

კოპიტნარი

42˚11ʼ28.3ʺN

42˚29ʼ58.2ʺE

15253.5

14833.5

14.00

0.2

42

35

2

ზესტაფონი ალავერდი

42˚03ʼ33.6ʺN

43˚03ʼ39.7ʺE

ზესტაფონი ფერო

42˚07ʼ10.4ʺN

43˚00ʼ59.1ʺE

15271

14851

14.00

0.2

22

40

3

ჩხენიში

42˚13ʼ39.9ʺN

42˚17ʼ49.9ʺE

ილორი სამტრედია

42˚10ʼ21.5ʺN

42˚19ʼ11.6"E

14641

15061

14.00

0.2

25

25

4

 

ბაგრატიონი

41˚38ʼ11.7ʺN

41˚38ʼ17.1ʺE

ბათუმი ჰაუს

41˚38ʼ34.4ʺN

41˚39ʼ00.3ʺE

14760

15180

28.00

0.2

25

42

5

კოპიტნარი

42˚11ʼ28.3ʺN

42˚29ʼ58.2ʺE

ქუთაისი აეროპორტი

42˚10ʼ55.0ʺN

42˚27ʼ56.3ʺE

15089

14669

28.00

0.2

40

13

6

წითელი ხიდი დელტა

41˚19ʼ54.8ʺN

45˚03ʼ59.4ʺE

წითელი ხიდი საზღვარი

41˚20ʼ01.7ʺN

45˚04ʼ21.4ʺE

14935

14515

14.00

0.2

12

6

7

იგოეთი

41˚59ʼ53.3ʺN

44˚24ʼ07.8ʺE

ნიგოზა

42˚00ʼ18.0ʺN

44˚19ʼ20.8ʺE

14714.5

15134.5

14.00

0.2

12

10

8

 

ნორიო

41˚45ʼ02.9ʺN

44˚59ʼ26.1ʺE

ნორიო სოფ.

41˚47ʼ51.4ʺN

44˚59ʼ09.0ʺE

15110

14690

14.00

0.2

10

7

9

წინანდალი

41˚53ʼ13.6ʺN

45˚33ʼ55.9ʺE

წინანდალი რედისონი

41˚53ʼ40.2ʺN

45˚33ʼ51.5"E

14760

15180

28.00

0.2

10

27

10

 

სარფი

41˚31ʼ30.9ʺN

41˚33ʼ21.0ʺE

სარფი საზღვარი

41˚31ʼ28.9ʺN

41˚34ʼ19.4ʺE

15215

14795

7.00

0.2

12

10

11

შაუმიანი

41˚20ʼ29.5ʺN

44˚46ʼ04.8ʺE

მარნეული  სიონი

41˚17ʼ45.7ʺN

44˚43ʼ10.7ʺE

15036.5

14616.5

14.00

0.2

4

15

12

 

ოფრეთი

41˚15ʼ00.2ʺN

44˚38ʼ19.1ʺE

წერაქვი

41˚17ʼ30.6ʺN

44˚39ʼ52.2ʺE

15215

14795

28.00

0.2

40

8

 

 

13

მარნეული

41˚28ʼ37.5ʺN

44˚48ʼ11.3ʺE

ქოლაგირი

41˚28ʼ43.8ʺN

44˚42ʼ42.9ʺE

15215

14795

14.00

0.2

30

15

14

 

ყაზბეგი

42˚39ʼ23.8ʺN

44˚39ʼ09.9ʺE

სტეფანწმინდა

42˚39ʼ34.2ʺN

44˚38ʼ40.0ʺE

14620

15040

56.00

0.2

10

6

15

წყალტუბო თერნალი

42˚17ʼ57.9ʺN

42˚35ʼ55.1ʺE

გუმბრა

42˚18ʼ40.1ʺN

42˚37ʼ11.1ʺE

14882.5

15302.5

14.00

0.2

12

35

16

 

რუისი

42˚01ʼ36.0ʺN

43˚56ʼ14.1ʺE

დვანი

42˚09ʼ53.1ʺN

43˚52ʼ22.3ʺE

15183.5

14763.5

14.00

0.2

30

8

17

ტყიბული

42˚22ʼ26.7ʺN

43˚02ʼ19.6ʺE

ტყიბული პოპ

42˚20ʼ46.6ʺN

42˚59ʼ50.5ʺE

15103

14683

56.00

0.2

12

5

18

 

ბათუმი რედისონი

41˚39ʼ13.5ʺN

41˚38ʼ16.4ʺE

ბათუმი თვინს

41˚39ʼ19.2ʺN

41˚38ʼ03.7ʺE

15320

14900

14.00

0.2

60

7

19

გუდაური

42˚29ʼ18.3ʺN

44˚30ʼ01.1ʺE

გუდაური (ISP)

42˚27ʼ25.4ʺN

44˚29ʼ20.4ʺE

14620

15040

56.00

0.2

12

4

20

 

ჩოგნარი

42˚13ʼ12.9ʺN

42˚48ʼ01.2ʺE

ქუთაისი

42˚14ʼ25.3ʺN

42˚45ʼ51.9ʺE

14900

15320

14.00

0.2

14

15

21

უჯარმა

41˚47ʼ04.5ʺN

45˚09ʼ32.7ʺE

მუხროვანი სამხედრო

41˚46ʼ54.6ʺN

45˚08ʼ19.9ʺE

14515

14935

14.00

0.2

7

16

22

 

კაზრეთი

41˚22ʼ20.4ʺN

44˚26ʼ52.8ʺE

ბოლნისი

41˚22ʼ58.1ʺN

44˚22ʼ51.1ʺE

14970

14550

14.00

0.2

16

5

23

მესტია

43˚01ʼ29.3ʺN

42˚46ʼ07.0ʺE

მესტია ცენტრ

43˚02ʼ34.4ʺN

42˚43ʼ21.5ʺE

15117

14697

28.00

0.2

13

25

24

 

კრწანისი

41˚40ʼ43.5ʺN

44˚49ʼ31.4ʺE

ისანი

41˚40ʼ51.6ʺN

44˚50ʼ24.7ʺE

14991

14571

14.00

0.2

52

36

25

ლალისყური (კახ.)

42˚04ʼ10.3ʺN

45˚24ʼ18ʺE

ომალო (კახ.)

42˚24ʼ13.0ʺN

45˚40ʼ24.8ʺE

8104.32

7793

28.00

1.0

20

7

26

 

ზილჩა

41˚15ʼ51.3ʺN

46˚37ʼ59.8ʺE

დედოფლისწყარო

41˚10ʼ28.5ʺN

46˚39ʼ16.8ʺE

15040

14620

14.00

0,2

10

6

27

საღამო სოფ.

41˚18ʼ54.7ʺN

43˚45ʼ30.7ʺE

ნინოწმინდა (სამცხე-ჯავახ)

41˚08ʼ41.7ʺN

43˚30ʼ32.6ʺE

7596

7435

14.00

1.0

6

6

28

 

აზავრეთი

41˚34ʼ50.5ʺN

43˚25ʼ55.3ʺE

ახალციხე

41˚29ʼ58.3ʺN

42˚55ʼ19.4ʺE

7638

7477

14.00

1.0

10

10

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები