საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 606

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 13:47

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის N54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის N54 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ,,ასანეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

ბ) შპს „ფეშენ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ- ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - მრჩეველი სიხშირული დაგეგმვის მიმართულებით).

2. კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის N54 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ელისო ასანიძე  წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №54 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2019  წლის 31 ოქტომბერი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - მრჩეველი სიხშირული დაგეგმვის მიმართულებით).

3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების  ცენტრის  განცხადების  განხილვის  შესახებ  (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი  - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4.  შპს  „აირკონექტის“  (ს/კ  400065683)  მიერ  შპს  „სტარნეტის“  (ს/კ  423355354)  წილის  100%-ის,  შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354), შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683)  და  შპს  „ჯეოლინკის“  (ს/კ  423355363)  და  შპს  „აირკონექტისა  “  (ს/კ  400065683)  და  შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

5.    შპს „გოლდ-ნეტის“ (ს/კ 438728780) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

6.    შპს „ქომუნიქიუსთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7.    შპს  „შავი  ზღვის  ტელეკომისთვის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. შპს    „მონოგრაფისთვის“    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე    ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9. შპს    „გრიფინი    +“-სთვის    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე    ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

10.    შპს „ორბი ჯგუფი ბათუმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

11.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

12.  შპს „CBD Development“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

13. სს    „ტრანსსერვისისთვის“    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე    ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

14. შპს   „აჭარა   ჯგუფისთვის“   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე   ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

15.  შპს  „ჯიემთივის“  მაუწყებლობის  ავტორიზაციის  მოდიფიცირებისა  და  კომისიის  2019  წლის  25 ივლისის №გ-19-1/442 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

16. შპს „ბრეინ ტექნოლოჯის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

17.  შპს ,,ასანეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

18. შპს    „ფეშენ    ტაქსისთვის“    არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

თანდართული დოკუმენტები: