შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 469

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2019 17:45

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2019

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 

I.   საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათის  (N19-10-1477;  02/08/2019)  თანახმად,  კომისიაში  შემოსული  შპს„ვიონი  საქართველოს“  წერილიდან  (კომისიაში  რეგისტრაციის  №19-6/2679  14.06.2019)ირკვევა,  რომ  შპს  „ვიონი  საქართველოს“  წილის  20%-ის  მფლობელი  კომპანიის  -  შპს„მირენს ინვესტის“ წილის 100%-ის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია. წილის შეძენამდე, შპს „მირენ ინვესტის“ წილის 33,33%-ს ფლობდა ხვიჩა მაქაცარია, 33,33%- ს - თეიმურაზ არონია და 33,33%-ს ფლობდა გიორგი ბაჯაკსუზიანი. შესაბამისად, შპს„ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N19-10-1477; 02/08/2019) ასევე აღნიშნულია, რომ   ვინაიდან აღნიშნული ტრანზაქციით მოხდა ავტორიზებული პირის წილის მფლობელის ცვლილება, იგი ექვემდებარება კომისიისაგან წინასწარ თანხმობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, რითაც დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლის მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „ვიონი საქართველოს“ განემარტათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული   ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ    (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N19-10-1477; 02/08/2019) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 26- ე  მუხლის დარღვევის გამო. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 8 აგვისტო, რის შესახებ შეტყობინება (Nგ-19-03/2387; 02/08/2019) გაეგზავნა შპს „ვიონი საქართველოს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (Nგ-19-03/2387; 02/08/2019) კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 2 აგვისტოს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 8   აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიისაგან წერილის (N16/2567-18, 27.07.2018) მიღების შემდეგ, წარმოადგინეს იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დამფუძნებლების შესახებ. ერთ-ერთი დამფუძნებლის წილის ცვლილების შესახებ იმ დროისთვის მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. როდესაც მიიღეს ეს ინფორმაცია, წარმოადგინეს კომისიაში. შპს „ვიონი საქართველოს“ დამფუძნებლის დამფუძნებელმა წილების ცვლილებების განხორციელებამდე კომპანიას არ აცნობა წინასწარ. რაც შეეხება კანონის მოთხოვნებს, კომპანიის წილები ისევ 3 კომპანიას ეკუთვნის, რომლებიც არ შეცვლილა.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (N19-10-647; 17/04/2019);

2. კომისიის  წერილი  (N16/2567-18,  27.07.2018)  გაგზავნილი  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, მათ შორის, შპს „ვიონი საქართველოსთვის“       და    აღნიშნული    წერილის    კომპანიისთვის    ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3.   კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/2387; 02/08/2019) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. შპს  „ვიონი  საქართველოს“  წარმომადგენლის  ახსნა-განმარტება  მიცემული კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე.

III.       დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „ვიონი  საქართველო“  2010  წლის  12  თებერვლიდან  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

2. შპს „ვიონი საქართველო“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული      კომუნიკაციების      სფეროში      საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.   შპს  „ვიონი  საქართველოს“  წერილიდან  (კომისიაში  რეგისტრაციის  №19-6/267914.06.2019) ირკვევა, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ის მესაკუთრე კომპანიის - შპს „მირენს ინვესტის“ წილის 100%-ის მესაკუთრე გახდა ფიზიკური პირი ხ. მაქაცარია, რომელსაც, შპს ,,მირენ ინვესტის“ დანარჩენი წილის შეძენამდე, საკუთრებაში ჰქონდა შპს ,,მირენ ინვესტის“ წილის 33,33%;

4. კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „ვიონი საქართველოს“ ეცნობათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული    ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ  (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების,       ასევე     შერწყმის     განზრახვის     შემთხვევაში,     საჭიროა კომისიისგან    მოიპოვონ    წინასწარი    თანხმობა,    შესაბამისად,    მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;

5.  შპს „ვიონი საქართველოს“,   მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია;

6. შპს  „ვიონი  საქართველოს“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.       სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი        პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და     ლიცენზიის   ან/და   ნებართვის   მფლობელების   მიერ   რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,      მომსახურების   ბაზრის   შესაბამისი   სეგმენტების   კვლევისა   და ანალიზის ჩატარება,      მნიშვნელოვანი      საბაზრო      ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით  განსაზღვრული      ამოცანებისა   და ფუნქციების შესრულებასთან  დაკავშირებით  მოთხოვნილი  ინფორმაცია  თავისი  საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის  თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება  არის ურთიერთდამოკიდებულ    (აფილირებულ)    პირებს    შორის    განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

6.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  კონკურენციის     რეგულირების     ერთ-ერთი     მიზანია     რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ- ერთი  ამოცანაა ელექტრონული     კომუნიკაციების სფეროში     ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის         შემთხვევაში,     თუ     შემძენი     პირის     ან     ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)  პირთა  მიერ  ერთობლივად  ხდება  ავტორიზებული  პირის  5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

8.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

9.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

10. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს    ან    ავტორიზებულ    პირს,    რომლის    წილის    ან    აქციების    შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური      განცალკევება      (ფუნქციონალურად      გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

11. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის,       კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და    ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ    პირთა    მიერ    ელექტრონული    კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და    ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წინასწარი თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაში   თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით), ასევე,      ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარეშე. აღნიშნულის შესახებ, შპს „ვიონი საქართველოს“ ეცნობა კომისიის  2018 წლის 27 ივნისის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018), სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული   ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ   (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა. შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. ამდენად, შპს „ვიონი საქართველოს“ მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია.

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება.

ავტორიზებული პირი, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ვალდებულია შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ აცნობოს კომისიას შერწყმის/შეძენის განხორციელებამდე.

შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია უფლებამოსილია გასცეს თანხმობა შერწყმაზე/შეძენაზე ან   საერთოდ აკრძალოს შერწყმა/შეძენა, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევის შედეგების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შერწყმა/შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.

კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის/შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).

კანონი არ ითვალისწინებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესაძლებლობას კომისიის თანხმობის გარეშე და შესაბამისად, არც რეგულაციებს ასეთი შემთხვევისთვის.

ამდენად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისთვის აუცილებელია კომისიის წინასწარი თანხმობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ს მესაკუთრეა შპს „მირენ ინვესტი“. შპს ,,მირენ ინვესტში“ დანარჩენი წილის შეძენამდე, შპს ,,მირენ ინვესტის“ 33,33 %-ს მესაკუთრე იყო ხ. მაქაცარია. ამავე დროს, შპს ,,მირენ ინვესტის“ დანარჩენი წილის შეძენამდე, ხ. მაქაცარიას წილი შპს „ვიონი საქართველოში“ შპს ,,მირენ ინვესტის“ მეშვეობით შეადგენდა 6,6%-ს. შპს „მირენ ინვესტის“ დანარჩენი წილის შეძენის შემდეგ, ხ. მაქაცარია გახდა შპს „მირენ ინვესტის“ წილის 100%-ს მესაკუთრე და შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ს მესაკუთრე შპს ,,მირენ ინვესტის“ მეშვეობით. ამდენად, ხ. მაქაცარიას მიერ შპს ,,მირენ ინვესტის“ დანარჩენი წილის შეძენით, ფაქტობრივად განხორციელდა ხ. მაქაცარიას მიერ ავტორიზებული პირის - შპს ,,ვიონი საქართველოს“ წილის 13,4%-ის შეძენა. შესაბამისად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ   კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული   ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „ვიონი საქართველოს“, შპს ,,ვიონი საქართველოს“ წილის 20%-ს მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული  ტრანზაქციის   შესაძლო   გავლენა   დაედგინა   და   შესაბამისად,   მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი. აღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის   სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან    ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „ვიონი საქართველო“   წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, შპს „ვიონი საქართველოს“ უნდა დაევალოს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს - შპს „ვიონი საქართველო“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

V.         სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის ე-11 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ა) ქეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ვიონი საქართველოს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ვიონი საქართველოს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე   მუხლის   მე-3   პუნქტის   შესაბამისად,   შეტყობინების   კომისიაში   წარმოდგენა. შეტყობინებაში  მითითებული  უნდა  იყოს  შპს  „ვიონი  საქართველოს“  წილის  შეძენის ფორმა.  შეტყობინება  აგრეთვე   უნდა  შეიცავდეს  შემდეგ  ინფორმაციას   შპს  „ვიონი საქართველოს“ წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ნ. შუბითიძე) შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის   კომისიისავტორიზებულ     პირთა     უწყებრივ  რეესტრში  შეტანის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ნ. შუბითიძე).

 კახი ბექაური 

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრი

ელისო ასანიძე 

კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე 

კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე 

კომისიის წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები