შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-19-19 / 558

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2019 18:55

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2019

შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს   „საქართველოს  ტელერადიოცენტრმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/3178, 02.08.19), საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული სატელევიზიო სიგნალების გასავრცელებლად იდლიანი-ჭუბერის მიმართულებაზე    სარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  საქართველოს  მთავრობის  2014  წლის  10  თებერვლის N206 განკარგულებით დამტკიცებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ  მიწისზედა  სატელევიზიო  მაუწყებლობაზე  გადასვლის  სამოქმედო  გეგმის  და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ 6.2 პუნქტის შესაბამისად ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე დადგენილ ვადებში გადასვლის უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო („დროებითი“ და ასევე შემდგომი პერიოდისათვის განკუთვნილი) რადიოსიხშირული რესურსი, ისევე, როგორც სადისტრიბუციო ქსელში გაერთიანებული რადიოსარელეო კავშირის ხაზების სადგურების ფუნქციონირებისათვის საჭირო ოპტიმალური რადიოსიხშირული რესურსი უსასყიდლოდ მიენიჭება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება (ეროვნულ დონეზე ერთი და იგივე სატელევიზიო კონტენტის გავრცელების შესაძლებლობის მქონე) ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის (სადისტრიბუციო ქსელის ჩათვლით) 2015 წლის პირველ მარტამდე აგება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული სატელევიზიო პროგრამების ღია ეთერში გავრცელება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 2039-IIს; სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  სიგნალის  გასავრცელებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში     შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან უსასყიდლოდ მიანიჭოს რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის ოპტიმალური სიხშირული რესურსი მოთხოვნილი ინფორმაციული გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნული კანონისა და მთავრობის განკარგულების საფუძველზე კომისიის 2014 წლის 6 მარტის  №121/13 გადაწყვეტილებით  შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ მიენიჭა რადიოსარელეო სიხშირეები რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის  ციფრული მიწისზედა  სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად. კომისიის 2019 წლის  6 მარტის N121/13 გადაწყვეტილებაში ასევე უსასყიდლოდ განხორციელდა ცვლილებების შეტანა ცალკეული რადიოსარელეო ხაზების ჩანაცვლებისა და ახალი მიმართულებების დამატების მიზნით შემდგომ პერიოდშიც (საქართველოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები: 2014 წლის 16 დეკემბრის №688/19; 2015 წლის 23 აპრილის №205/19; 2016 წლის 25 თებერვლის №112/19; 2018 წლის 26 ივლისის №429/19; 2019 წლის 20 ივნისის №გ-19-19/378).

კომისია აღნიშნავს, რომ შესაძლებლად მიიჩნია განხორციელდეს იდლიანი-ჭუბერის მიმართულებაზე სარელეო სიხშირეების უსასყიდლოდ მინიჭება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ შეთანხმების   წერილის (№19-7/3694, 12.09.2019)   და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№19-10-1771, 13.09.2019) მითითებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის და კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის  2014 წლის 6 მარტის  №121/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართს დაემატოს  66-ე, 67-ე, 68-ე, 69-ე და 70-ე სტრიქონები შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

პუნქტი A

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

 

 

 

პუნქტი B

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

 

 

A Tx. (მჰც)

 

 

B Tx. (მჰც)

 

 

სიხშირული ზოლი, მჰც

 

არხის ნომერი ITU-ს გეგმის მიხედვით

 

 

Tx/Rx შორის სხვაობა მჰც

 

 

პოლარიზაცია

V/H

 

 

მანძილი პუნქტებს შორის კმ

 

ანტ. დაკ. სიმაღლე მ

 

A

 

B

 

66

 

ამბროლაური

42°30'49.70"N

43° 9'52.28"E

 

პატარა ონი

42°32'32.74"N

42°59'32.92"E

 

8426.00

 

8307.00

 

28.00

 

Ch2

 

119

 

V

 

14.5

 

15

 

15

 

67

 

პატარა ონი

42°32'32.74"N

42°59'32.92"E

 

ცხუკუშერი

42°33'14.76"N

42°47'23.14"E

 

8307.00

 

8426.00

 

28.00

 

Ch2

 

119

 

H

 

16.7

 

15

 

15

 

68

 

ცხუკუშერი

42°33'14.76"N

42°47'23.14"E

 

ლენტეხი

42°46'28.45"N

42°45'40.57"E

 

8482.00

 

8363.00

 

28.00

 

ch6

 

119

 

V

 

24.6

 

15

 

20

 

69

 

იდლიანი

42°56'57.24"N

42° 4' 1.80"E

ჭუბერის პასიური საიტი

43° 3'50.26"N

42°13'26.69"E

 

7459.50

 

_

 

28.00

 

Ch12

 

161

 

H

 

18.0

 

10

 

7

 

70

ჭუბერის პასიური საიტი

43° 3'50.26"N

42°13'26.69"E

 

ჭუბერი

43° 2'24.22"N

42°11'40.78"E

 

_

 

7298.50

 

28.00

 

Ch12

 

161

 

H

 

3.70

 

7

 

15

2. უზრუნველყოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ რადიოსიხშირეების გამოყენება წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი), ასევე რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა;

5. დაევალოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“  ჩაბარებისთანავე.

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაურიკომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძეკომისიის წევრი

ელისო ასანიძეკომისიის წევრი

გიორგი ფრუიძეკომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები