შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-19-19 / 601

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2019 12:29

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2019

შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ კომისიის 2014 წლის 06 მარტის№ 121/13 და 2016 წლის 25 თებერვლის    №112/19 გადაწყვეტილებებით ფლობს რადიოსიხშირეებს:  3650 მჰც და 3970 მჰც (ზოლის სიგანით 28 მჰც), ცივი-ომალოს მონაკვეთზე, რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად.

კომისია    აღნიშნავს,    რომ    კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ   „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ განხორციელებული  ცვლილებების  შესაბამისად,  რადიოსიხშირული  ზოლი  3400  მჰც  ÷3800 მჰც გათვალისწინებულია, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის განკუთვნილი მიწისზედა სადგურების ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს აღნიშნული სიხშირული ზოლის გამონთავისუფლების პროცედურები. ამ მიზნით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ კომისიამ შესთავაზა მის მფლობელობაში არსებული 3650 მჰც და 3970 მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) ცივი-ომალოს მონაკვეთზე რადიოსიხშირეების შეცვლა 3716.5  მჰც     და  4036.5  მჰც  რადიოსიხშირეებით  (კომისიის  წერილი  №  გ-19-07/2930,26.09.2019). შპს „საქართველოს   ტელერადიოცენტრმა“ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის №შ-19-6/3853 წერილით თანხმობა გამოთქვა კომისიის 2014 წლის 06 მარტის №121/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის შეცვლაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შესაძლებლად მიიჩნია განხორციელდეს ცივი-ომალოს მიმართულებაზე სარელეო სიხშირეების უსასყიდლოდ მინიჭება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ შეთანხმების  წერილის (№19-6/3853, 01.10.2019)  და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№19-10-1941, 03.10.2019) მითითებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე   მუხლის და კომისიის 2014   წლის 2014 წლის 06 მარტის № 121/13 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის   №121/13 გადაწყვეტილების დანართი №2-ში და   მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

 

8

 

ცივი

 

41°52'17.01"N

45°24'34.26"E

 

თორღვას აბანო (ომალო)

 

42°16'43.24"N

45°30'19.61"E

 

3716.5

 

*

 

28

 

1+0

 

პასიური

 

45.94

 

5

 

5

 

9

 

თორღვას აბანო (ომალო)

 

42°16'43.24"N

45°30'19.61"E

 

ომალო

 

42°22'10.68"N

45°38'4.62"E

 

*

 

4036.5

 

28

 

1+0

 

პასიური

 

14.68

 

5

 

5


2. დაევალოს კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი), ასევე სპექტრის ტექნილოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,      №6)      გადაწყვეტილების      დამოწმებული      ასლის  შპს  „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „საქართველოს   ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) და სპექტრის ტექნილოგიის დეპარტამენტს  (ლ. ლაშქარავა).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

გიორგი ფრუიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები: