შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-19-23 / 572

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2019 0:14

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის№B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში ,,კომისია”)  აღნიშნავს, რომ   კომისიას  განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-19-6/3278,  12.08.19)  მიმართა  შპს ”ტელერადიო      კორპორაცია    ინფორმკავშირი    ტელევიზია    არგომ” მისი    კუთვნილი    კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს გადამცემის სიმძლავრის გაზრდას 250 ვტ-დან 2 კვტ-მდე. როგორც წერილშია აღნიშნული 250 ვტ- იანი გადამცემი ვერ უზრუნველყოფს მყარ და ხარისხიან მაუწყებლობას.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  ”ტელერადიო  კორპორაცია  ინფორმკავშირი  ტელევიზია არგო” 2021 წლის 31 დეკემბრამდე ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიას კომისიის 2011  წლის  30  დეკემბრის  №819/6  გადაწყვეტილებით  განსაზღვრული  შემდეგი  სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 102,0 მგჰც სიხშირეზე 250 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზესტაფონი და მიმდებარე სოფლები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1779, 13/09/2019) თანახმად, დეპარტამენტში განხილულ იქნა შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია  არგოს” მოთხოვნა  და  განხორციელდა 102,0  მჰც  რადიო  სამაუწყებლო  გადამცემით გასხივებული სიგნალის ვირტუალური გავრცელების მოდელირება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (ICS Telecom) გამოყენებით იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო ელექტრომაგნიტური თავსებადობა სხვა რადიოსამაუწყებლო გადამცემების მიმართ. შედეგად კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირება შესაძლებელია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით:

 

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულა ცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

ქ. ზესტაფონი

 

 

102.0

 

 

FM

 

 

V

მიმართული (160° გაშლის კუთხე, აზიმუტი 43°)

 

 

750

 

 

42°6'1.45"N

42°59'38.9"E

 

 

30

 

 

4

 

 


შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიაში დამატებითი ტექნიკური პარამეტრების მითითება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედი FM გადამცემების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის დაგეგმარება 87.5-108 მჰც დიაპაზონში, შესაბამისად აღნიშნული გადამცემების განთავსების ადგილის, ანტენის დაკიდების სიმაღლის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების რეალურ პირობებში გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ლიცენზიის პირობებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ №B38 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში მითითებული სამაუწყებლო ზონების განმარტება აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. შესაბამისად მიზანშეწონილია მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის   კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში მითითებული განმარტების შესაბამისად განსაზღვრა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ იმსჯელა ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების   დეპარტამენტის დასკვნაში (№19-10/1829, 23/09/2019) წარმოდგენილ სალიცენზიო გადასახადის გაანგარიშების მეთოდილოგიებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქ. ზესტაფონში

250 ვატი სიმძლავრის გადამცემის არსებობის შემთხვევაში სალიცენზიო გადასახადი 10 წელზე შეადგენდა 5,163.75 ლარს, ხოლო გადამცემის სიმძლავრის 750 ვატამდე გაზრდის შემთხვევაში - სალიცენზიო გადასახადი 10 წელზე იქნება 6,682.00 ლარი, სხვაობა შეადგენს 1518.25 ლარს. შესაბამისად კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში, შპს

”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს”  მიერ გადასახდელი სალიცენზიო გადასახადის ოდენობა შეადგენს 1,518.25 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე      მოდიფიცირების      მოთხოვნის      შემთხვევაში,      კომისია      ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1931, 03/10/2019) თანახმად თეორიული გათვლების მიხედვით, წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით მაუწყებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის სამოქმედო ზონა არ შეიცვლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი  ტელევიზია  არგოს” კერძო  მაუწყებლობის  №B38  ლიცენზიის  მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია  არგოს”  კერძო  რადიომაუწყებლობის   №B38  ლიცენზიის  მოდიფიცირებისა     და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2019 წლის 7 ნოემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის”გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე  გასაჩივრებას  არ     ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე   კომისიის წევრი

 გიორგი ფრუიძე   კომისიის წევრი

 კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე

 

თანდართული დოკუმენტები: