შპს „ძველი ქალაქის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №402/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-19-23 / 573

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2019 0:18

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

შპს „ძველი ქალაქის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №402/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/7998-17, 16.10.17 და №შ-19-6/3855, 01.10.19) მიმართა შპს „ძველმა ქალაქმა“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს გადამცემის სიმძლავრის გაზრდას 100 ვტ- დან 500 ვტ-მდე და გადამცემის გადატანას ქ. ქუთაისში შპს „დატაკომის“ ანძაზე. როგორც წერილშია აღნიშნული მოდიფიცირების მოთხოვნის ძირითადი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის მდგრადი სამაუწყებლო სიგნალებით დასაფარად, კომპანიის შეფასებით, მიზანშეწონილი იქნება წერილში მითითებულ ანძაზე გადამცემის დამონტაჟება და გადამცემის სიმძლავრის გაზრდა 500 ვატამდე. ამასთანავე კომპანიისთვის შპს „დატაკომის“ ანძაზე ანტენის განთავსების გადასახადი შედარებით უფრო მისაღებია ვიდრე სხვა ანძებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ძველი ქალაქი“ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიას ფლობს 2024 წლის 3 აგვისტომდე კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №402/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 107,9 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1843, 24/09/2019) თანახმად, დეპარტამენტში განხილულ იქნა შპს „ძველი ქალაქის“ ორივე მოთხოვნა და განხორციელდა 107,9 მჰც რადიო სამაუწყებლო გადამცემით გასხივებული სიგნალის ვირტუალური გავრცელების    მოდელირება    სპეციალური    პროგრამული    უზრუნველყოფის    (ICS    Telecom) გამოყენებით იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო ელექტრომაგნიტური თავსებადობა სხვა რადიოსამაუწყებლო გადამცემების მიმართ. შედეგად კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირება შესაძლებელია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით:

 

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდუ ლაცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. ქუთაისი

 

107.9

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

42°16'48.7"N

42°44'18.3"E

 

40

 

6

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიაში დამატებითი ტექნიკური პარამეტრების მითითება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედი FM გადამცემების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის დაგეგმარება 87.5-108 მჰც დიაპაზონში, შესაბამისად აღნიშნული გადამცემების განთავსების ადგილის, ანტენის დაკიდების სიმაღლის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების რეალურ პირობებში გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ლიცენზიის პირობებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ №B71 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში მითითებული სამაუწყებლო ზონების განმარტება აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. შესაბამისად მიზანშეწონილია მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში მითითებული განმარტების შესაბამისად განსაზღვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე      მოდიფიცირების      მოთხოვნის      შემთხვევაში,      კომისია      ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1931, 03/10/2019) თანახმად თეორიული გათვლების მიხედვით, წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით მაუწყებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის სამოქმედო ზონა არ შეიცვლება.

კომისია   ასევე   აღნიშნავს,   რომ   იმსჯელა   ბაზრის   ანალიზისა   და   სტრატეგიული განვითარების   დეპარტამენტის დასკვნაში (№19-10/1907, 01/10/2019) წარმოდგენილ სალიცენზიო გადასახადის გაანგარიშების მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისში

100 ვატი სიმძლავრის გადამცემის არსებობის შემთხვევაში სალიცენზიო გადასახადის ოდენობა 10 წელზე   შეადგენდა   5,670.00 ლარს,   ხოლო   გადამცემის   სიმძლავრის   500   ვატამდე   გაზრდის შემთხვევაში - სალიცენზიო გადასახადი 10 წელზე იქნება 8,10.00 ლარი, სხვაობა შეადგენს 2,430.00 ლარს. შესაბამისად კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში, შპს „ძველი ქალაქის“ მიერ გადასახდელი სალიცენზიო გადასახადის ოდენობა შეადგენს 2,430.00 ლარს.

კომისია  აღნიშნავს, რომ  2019  წლის  3  ოქტომბრის  სხდომას  არ  ესწრებოდა  შპს  „ძველი ქალაქის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა)  საქართველოს  კანონმდებლობაში  ან  მაუწყებლობის  სფეროს  პრიორიტეტებში  ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში   ცვლილებების   შეტანის   თაობაზე;   ამავე   დროს,   შპს   „ძველი   ქალაქის“ კერძო მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად,

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      დაიწყოს     საჯარო     ადმინისტრაციული     წარმოება     შპს     „ძველი     ქალაქის“     კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2014 წლის 31 ივლისის№402/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2.   ზეპირი   მოსმენის   სხდომა   გაიმართოს   2019   წლის   7   ნოემბერს   15:00   სთ-ზე,   ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ძველი ქალაქისთვის“ გაგზავნა;

4.      გადაწყვეტილება     ცალკე     გასაჩივრებას არ ექვემდებარება  საქართველოს     ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გიორგი ფრუიძე წევრი

მერაბ ქათამაძეწევრი

ელისო ასანიძეწევრი

კახი ბექაური თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები: