საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-7 / 577

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2019 17:25

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-19-7/3792, 23.09.19), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების  გათვალისწინებით,  საზღვაო  ხომალდებისთვის  („OKYANUS-1“,  „CALYPSO“, „VICTORIA  777“)  რადიოსადგურების  ლიცენზიაში  შესატანი  სახმობისა  და  ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს  საზღვაო  ხომალდებს:  „OKYANUS-1“,  „CALYPSO“  და  „VICTORIA  777“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:

ხომალდის დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული სახმობი

მინიჭებული

MMSI

1.

OKYANUS-1

ირაკლი კირკიტაძე

4LUD2

213 495 000

2.

CALYPSO

ლევან ფაშიაშვილი

4LUE2

213 496 000

3.

VICTORIA 777

მოსე ათანელოვი

4LUF2

213 497 000


2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის   აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური   კომისიის თავმჯდომარე

 ელისო ასანიძე    კომისიის წევრი

 გიორგი ფრუიძე   კომისიის წევრი

 მერაბ ქათამაძე   კომისიის წევრი

 

თანდართული დოკუმენტები: