გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 137 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2019 11:09

მიღების თარიღი მარტი 07, 2019

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობამ საქართველოში  კომისიას მიმართა განცხადებით, (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-8/96, 10.01.19) მოკლეტალღოვან და მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გალი) თვრამეტი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  (UNHCR)  წარმომადგენლობის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი  წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატს  წარმოდგენილი აქვს „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს  შორის“, რომლის მე-6 მუხლის შესაბამისად,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) სამსახური განთავისუფლებულია რადიო და ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობების სალიცენზიო გადასახადებისაგან.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს  შორის შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობა განთავისუფლებული უნდა იქნას  რადიო-სიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის,  მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს  შორის შეთანხმების მე-6 მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-71 მუხლის მე-3 პუნქტის   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. მიენიჭოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობას საქართველოში  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F2005 შემდეგი პირობებით: სიხშირეები  დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 7 მარტიდან 2020 წლის 7 მარტამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ლ. ლაშქარავა);

4. დაევალოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობას საქართველოში  გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში  სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში  გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

კომისიის წევრი

კომისიის წევრი

 

                          

 

ელისო ასანიძე

გიორგი ფრუიძე

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2019  წლის  7 მარტის № 137/7  გადაწყვეტილების დანართი

სამუშაო სიხშირეები                      

 

 

 

სიხშირე

 

ქალაქი/მხარე

 

 

ზოლის სიგანე  (კჰც)

1.

 163.125 მჰც

 158.125 მჰც

 ქ. თბილისი

25

25

2.

 163.100 მჰც

 158.100  მჰც

 ქ. თბილისი

25

25

3.

 163.075 მჰც

 158.075 მჰც

 ქ. თბილისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გალი

 

25

25

4.

 163.050 მჰც

 158.050. მჰც

 ქ. გალი

25

25

5.

 5.007 მჰც,

 5.025 მჰც,

 5.327 მჰც,

 6.260 მჰც,

 6.575 მჰც,

 7.395 მჰც,

 7.439 მჰც,

 7.692 მჰც,

 9.004 მჰც,

 10.180 მჰც

 საქართველოს  ტერიტორიაზე

 

5

5

5

5

5

5

5

5

5

5