ააიპ „ასოციაცია ათინათის“ კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის ააიპ „რადიო ათინათისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 139 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2019 10:48

მიღების თარიღი მარტი 07, 2019

ააიპ  „ასოციაცია ათინათის“ კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის ააიპ „რადიო ათინათისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 25 თებერვალს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს ააიპ „ასოციაცია ათინათმა“ (ს/კ220014464)  და ააიპ  ”რადიო ათინათმა“ (ს/კ420429101)   (წერილის   კომისიაში   რეგისტრაციის №შ-19-7/813) ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის ააიპ „რადიო ათინათისთვის“ გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ასოციაცია ათინათი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N831/6, 2014 წლის 25 აგვისტოს N481/2  და 2015 წლის 24 დეკემბრის N813/22 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული.

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

სოფ. ცაიში ურთას მთა

105.9

FM

V

წრიული

2000

42°24'48"N

41°49'06"E

40

4-6

ქ. ზუგდიდი

105.9

FM

V

წრიული

100

42°30'25"N

41°52'10"E

15

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ააიპ „რადიო ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე/წევრია გია ხასია (პ/ნ42001005630), გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე/წევრია ივეტა როდონაია (პ/ნ62005000827) და წევრი რუსუდან ყალიჩავა (პ/ნ42001005629). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ააიპ „რადიო ათინათი“, ან/და მისი წევრები არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ააიპ „რადიო ათინათის“ გამგეობის წევრების გია ხასიას (პ/ნ42001005630), ივეტა როდონაიას (პ/ნ62005000827) და რუსუდან ყალიჩავას (პ/ნ42001005629) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად გია ხასიას, ივეტა როდონაიას და რუსუდან ყალიჩავას  მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge), გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით ააიპ „რადიო ათინათი“ არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ავტორიზაციას.      

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ გადამოწმდა ააიპ „რადიო ათინათის“ და ფიზიკური პირების გია ხასიას, ივეტა როდონაიას და რუსუდან ყალიჩავას აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით ააიპ „რადიო ათინათი“ და ფიზიკური პირი ივეტა როდონაია კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდებიან, ხოლო გია ხასია ააიპ „ასოციაცია ათინათის“ პრეზიდენტია, რუსუდან ყალიჩავა კი ვიცე პრეზიდენტი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 მარტს გამართულ კომისიის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „რადიო ათინათის“ წარმომადგენელი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის ააიპ „რადიო ათინათისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის ააიპ „რადიო ათინათისთვის“  გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია ააიპ „ასოციაცია ათინათს“ მიეცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.   მიეცეს თანხმობა ააიპ „ასოციაცია ათინათს“ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B48  ლიცენზიის ააიპ „რადიო ათინათისთვის“  გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს ააიპ „რადიო ათინათმა“ კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს ააიპ „რადიო ათინათს“, რომ ააიპ „ასოციაცია ათინათის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის ააიპ „რადიო ათინათისთვის“  გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ააიპ „რადიო ათინათის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (მ. ქადეიშვილი);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ააიპ „რადიო ათინათისთვის“ და ააიპ „ასოციაცია ათინათისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე