შპს „მეტაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N66 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის №584/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 208 / 4

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2019 10:53

მიღების თარიღი აპრილი 04, 2019

შპს  „მეტაკომის“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N66 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის №584/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/1340, 29.03.2019) მიმართა შპს „მეტაკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N66 უფლების გაუქმების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მეტაკომი“ ფლობს კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის №584/24   გადაწყვეტილებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N66 უფლებას 1000 სააბონენტო ნომერზე (29XXXX).

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მეტაკომს“ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტები არ ჰყავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს შპს „მეტაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N66 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის №584/24 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მეტაკომისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მეტაკომისთვის“   გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მეტაკომისთვის“  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე