შპს „მარნეული ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 272 / 2

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2019 17:52

მიღების თარიღი მაისი 02, 2019

შპს „მარნეული ტვ“-ს  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას   განცხადებით   მიმართა შპს  „მარნეული   ტვ“-მ   (კომისიაში   რეგისტრაციის №შ-19-6/1788, 19.04.2019, №შ-19-6/1824, 22.04.2019,) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1018, 24.01.2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კერძოდ, კომპანიას სურს დამატებით გავრცელდეს  შპს „ომეგას“ (მანგლისის)  მულტიპლექსის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მარნეული ტვ“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-1018, 24.01.2013), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული, აზერბაიჯანული, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი ქვემო ქართლის მულტიპლექსი;

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2019 წლის 2 მაისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „მარნეული ტვ“-ს წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „მარნეული ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1018, 24.01.2013) მოდიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს „მარნეული ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1018, 24.01.2013) და:

ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - შპს ომეგას მულტიპლექსი;

ბ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

გ) მანგლისის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის 2 ივლისი;

2. შპს „მარნეული ტვ“-ს ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 02.05.19, 15:27 სთ.

3. შპს „მარნეული ტვ“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული    გადაწყვეტილების    დამოწმებული  ასლის შპს  „მარნეული  ტვ“-ისთვის  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული   გადაწყვეტილების   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „მარნეული ტვ“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის   აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების     რეგულირების     დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე