ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 277 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2019 17:59

მიღების თარიღი მაისი 02, 2019

ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიამ“ (რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 5 ივნისს; ს.კ. №202459295) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/432, 05.02.19) ქუთაისის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია სამშენებლო საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიას“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი  წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობამ (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიამ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1000 ლარი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. მიენიჭოს ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2072 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 411.850 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქუთაისის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 3 მაისიდან 2020 წლის 3 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიას“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ლ. ლაშქარავა);

4. დაევალოს ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი:http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები