საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 279

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2019 10:39

მიღების თარიღი მაისი 07, 2019

N გ-19-17/279

279-გ-19-17-4-201905071651
07/05/2019


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2019 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა
კომისიის 2019 წლის 07 მაისის N21 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 12
მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2019 წლის 07 მაისის N21 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი)
საკითხი: შპს „ეილანის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის
თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების
დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
2. კომისიის 2019 წლის 07 მაისის N21 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით
(თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას
(ო.ვოტ).
კახი ბექაური
კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი
ელისო ასანიძე
კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი

თანდართული დოკუმენტები: