საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N 732/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 39 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2019 12:55

მიღების თარიღი იანვარი 31, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის N 732/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №732/22 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება  მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:

ა) ივანე მახარაძე - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;

ბ) მარიამ აროშიძე - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი;

გ) ზურაბ კვირკველია - კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

დ) იოსებ ბაღაშვილი – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი;

ე) კონსტანტინე ქორიძე – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ვ) ლალი გვერდწითელი – კომისიის აპარატის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტი;

ზ) ნიკოლოზ კონდოლელი - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სადგურის მთავარი ინჟინერი;

თ) ნოდარ ასპანიძე - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი;

ი) ზურაბ გუძუაძე – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების წამყვანი სპეციალსტი;

კ) გიორგი წიკლაური – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სადგურის მთავარი ინჟინერი;

ლ) ლევან დემურაძე – კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის რადიომონიტორინგის ინჟინერი;

მ) რომან ქურდაძე - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის ბაზების მართვის წამყვანი სპეციალისტი;

ნ) მიხეილ ჯღამაძე – კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპატრტამენტის უფროსი;

ო) დავით ქუთათელაძე - კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპატრტამენტის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი;

პ) ციალა უჯმაჯურიძე - კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპატრტამენტის ნუმერაციის მართვის მთავარი სპეციალისტი;

ჟ) ნათია დევდარიანი – კომისიის აპარატის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების (ი. მახარაძე), რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ლ. ლაშქარავა) და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების (მ. ჯღამაძე) დეპარტამენტებს და საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე