უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 43 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2019 10:47

მიღების თარიღი იანვარი 31, 2019

უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველომ“ (რეგისტრირებული ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ 2003 წლის 25 აგვისტოს, რეგ.  N 5ა/8-149;  ს.კ. №205011609) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/88, 10.01.19) ქ.რუსთავში, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში რვა სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ უცხოური საწარმოს ფილიალის „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი  წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალს „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ წარმოდგენილი აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი (8000 ლარის ოდენობით).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

 1. მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 1959 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 411.550 მჰც, 411.850 მჰც, 412.025 მჰც, 412.225 მჰც, 412.275 მჰც, 413.450 მჰც, 414.125 მჰც და 414.275 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.რუსთავში, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის პირველ თებერვლამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. უცხოური საწარმოს ფილიალის „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ლ. ლაშქარავა);

4. დაევალოს უცხოური საწარმოს ფილიალს „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე)   და   კომისიის   ოფიციალურ   ვებ   გვერდზე   (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე