შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 346

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2020 11:36

მიღების თარიღი მარტი 19, 2020

შპს ,,რკინიგზის ტელეკომისსამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ დაეკისრა ჯარიმა 63,930.93 (სამოცდასამი ათას ცხრაასოცდაათი და ოთხმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 და 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის  (წილობრივი  მფლობელობის)  აღდგენის  უზრუნველყოფა    და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N20-10-626; 02.03.2020) ირკვევა, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა კომპანიას განსაზღვრული ჰქონდა 2020 წლის 22 თებერვლამდე. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-626; 02.03.2020) თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილება შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ჩაბარდა 2020 წლის 12 თებერვალს.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-626; 02.03.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე.  საკითხის  განხილვა დაინიშნა  2020  წლის  5 მარტს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-20-03/783; 02.03.2020) ეცნობა შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ და ამავე შეტყობინებით განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2020 წლის 2 მარტის Nგ-20-03/783 შეტყობინება შპს ,,რკინიგზის  ტელეკომს“ ჩაბარდა 2020 წლის 4 მარტს.

კომისიის 2020 წლის 5 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელი დ. კაპანაძე. კომისიამ გადადო შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა 2020 წლის 9 მარტისთვის, რის თაობაზეც შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე.

კომისიის 2020 წლის 9 მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლები დ. კაპანაძე და ე. მებონია. დ. კაპანაძემ კომისიის წინაშე იშუამდგომლა საკითხის განხილვის 2020 წლის 12 აპრილამდე გადადების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ისინი არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, კომპანიის მენეჯმენტი რა ნაბიჯებს დგამს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების, ახალი განცხადების კომისიაში შემოტანის თუ სხვა ქმედების განხორციელების თაობაზე. მისი განმარტებით, მათ სჭირდებათ დამატებით ვადა, რათა წარმოადგინონ დოკუმენტური მტკიცებულება შემდგომი ნაბიჯების განხორციელების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე.

კომისიამ   მიიჩნია,   რომ   საკითხის   განხილვა   უნდა   გადადებულიყო   2020  წლის 12 მარტისთვის იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ა/წ 12 მარტამდე ვადა საკმარისი იყო შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მიერ უკანონო ტრანზაქციის განხორციელებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნების დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოსადგენად, რის საფუძველზეც კომისია შემდგომ იმსჯელებდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახის გამოყენების ან ადმინისტრაციული წარმოების ვადის ფარგლებში საკითხის განხილვის დამატებით გადადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საკითხის განხილვა გადაიდო 2020 წლის 12 მარტისთვის. ამასთანავე, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ა/წ 12 მარტამდე.

2020 წლის 11 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ20-6/1294; 11.03.2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ უზრუნველყო მისი წილის ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების ინფორმირება და მიმართა კითხვით კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605   და 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 გადაწყვეტილებების   შესრულების   პროცესთან   და   სტატუსთან   დაკავშირებით.   შპს ,,კავკასუს ონლაინი“ თავის წერილში (Nშ20-6/1294; 11.03.2020) უთითებს, რომ არ მიუღია რაიმე  სახის დადასტურება     ან    ინფორმაცია კომისიის     გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული    მოთხოვნის,  ,,ნელგადო ლიმითედში“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის  გასხვისებამდე  არსებული  მდგომარეობის   (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის სტატუსთან დაკავშირებით. შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“   განმარტებით,  ის  მოკლებულია  შესაძლებლობას   წარმოადგინოს   რაიმე კონკრეტული სახის დოკუმენტი/ინფორმაცია კომისიის გადაწყვეტილებების შესრულების სტატუსთან დაკავშირებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ არ წარმოუდგენია კომისიაში შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მიერ უკანონო ტრანზაქციის განხორციელებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2020 წლის 12 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“   წერილობითი   შუამდგომლობა   (კომისიაში  რეგისტრაციის   Nშ20-6/1312; 12.03.2020) კომისიის 2020 წლის 12 მარტს დანიშნული სხდომის გადადების თაობაზე. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნებისთვის არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ იძულებულნი არიან უზრუნველყონ რესურსების მაქსიმალური მობილიზება, რათა გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უსაფრთხოების ზომების დანერგვის, დასუფთავების რეკომენდირებული წესების გატარების, ადმინისტრაციული კონტროლის კუთხით. პრევენციისა და კონტროლის მექანიზმების გატარებისთვის კომპანიებს უწევთ დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება/გამოყოფა. კომპანიების განცხადებით, მათთვის   დიდი   ოდენობით   ჯარიმის   დაკისრება   შპს   ,,კავკასუს  ონლაინს“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჩააყენებს რთულ ფინანსურ მდგომარეობაში. განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიებს კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ- 20-18/87 და Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებებით უკვე აქვთ დაკისრებული ფინანსური სანქციები, 90 000 ლარი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შემთხვევაში და 63,930.93 ლარი შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ შემთხვევაში. დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულება კომპანიებს შესასრულებელი აქვთ და ამ ჯარიმების გადახდის ვადა ჯერ კიდევ არ არის გასული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ ამავე შუამდგომლობით ითხოვეს კომისიამ მათთვის ფინანსური ვალდებულების დაკისრების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური ვადები, რათა კომპანიებმა შეძლონ არსებულ რეჟიმში დაკისრებული დამატებითი პასუხისმგებლობების პირობებში გააგრძელონ საქმიანობა.

კომისიის 2020 წლის 12 მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლები ე. მებონია და დ. კაპანაძე, რომელთაც დაადასტურეს, რომ არ იყვნენ წინააღმდეგი კომისიის სხდომაზე გასაჯაროებულიყო ის ინფორმაცია,        რომლის   კონფიდენციალურობის   დაცვას   ითხოვდნენ   შპს   ,,კავკასუს ონლაინი“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ თავისი 2019 წლის 9 სექტემბრის Nშ-19-6/3654 და 2019 წლის 12 სექტემბრის N01-02/177 განცხადებებით. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 9 მარტის განჩინებით შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სარჩელი, რომლითაც ისინი ითხოვდნენ ,,ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შესახებ შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებების განხილვის თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-20/604 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მათივე შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვა (საქმე N3/8931-19). შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო საკითხი განეხილა ზემოაღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებით.

კომისიის 2020 წლის 12 მარტის სხდომაზე შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელმა ლ. მებონიამ აღნიშნა, რომ კომპანიისთვის სანქციის დაკისრების მიზანია კომისიის გადაწყვეტილების  შესრულების  უზრუნველყოფა.  ამ  მიზნის მიღწევა  შესაძლებელია კომისიის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ ა/წ 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილებითაც. მისი განმარტებით, შპს „რკინიგზის ტელეკომის“ სანქცირება ამ მიზნის მიღწევას ხელს არ შეუწყობს. შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომის“ აქციონერების სტრუქტურა ისეთია, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომი“ არის შპს „კავკასუს ონლაინის არაპირდაპირი შვილობილი კომპანია. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელმა დ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ არსებობს ვერტიკალურად ინტეგრირებული 2 ოპერატორი, რომელთაგან ერთი არის მეორეს 100% წილის მფლობელი. სანქციის მიზანი მიღწეულია, როდესაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებული სანქციების კასკადი, ასევე არსებობს კომისიის პრაქტიკა, როდესაც სამართალდამრღვევად იცნობა ოპერატორი, მაგრამ პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებისა და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ 2020 წლის 12 მარტის წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნული საკითხის სათანადო შესწავლა საჭიროებდა დამატებით ვადას, რის გამოც საკითხის განხილვა გადაიდო ა/წ 19 მარტისთვის, ხოლო კომპანიის წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 19 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ20-6/1467; 19.03.2020), რომელშიც მითითებული არგუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილია შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ გათავისუფლება  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობისგან.  შპს  ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ წარმოადგენს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ არაპირდაპირ შვილობილ კომპანიას. კომისიის მიერ მხოლოდ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სანქცირებით შესაძლებელია კომისიის მიერ სანქციის მიზნის - ,,პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის“ მიღწევის უზრუნველყოფა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების მიერ წილობრივი მონაწილეობის აღდგენა ავტომატურად უზრუნველყოფს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ გადაწყვეტილების შესრულებას. შესაბამისად, სანქციის მიზნობრიობიდან გამომდინარე, არ არსებობს შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჯარიმის სახით 270 000 ლარის დაკისრების საჭიროება. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ კომისიის მიერ იმავე ვალდებულების შესასრულებლად უკვე დაკისრებული აქვს ფინანსური სანქცია ჯამურად 93, 930, 93 ლარის ოდენობით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ დამატებით ჯარიმის სახით 270 000 ლარის დაკისრება კომპანიას მძიმე ფინანსურ მდგომარებაში ჩააყენებს, მნიშვნელოვანწილად შეაფერხებს კომპანიის სამეწარმეო საქმიანობას, ხელს შეუშლის მის კომერციულ განვითარებას.     შპს    ,,რკინიგზის   ტელეკომის“    განცხადებით,    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სანქცირების მიზეზი ორივე კომპანიის შემთხვევაში არის ბენეფიციარ კომპანიაში ,,ნელგადო ლიმითედში“ წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღუდგენლობა. სანქციის მიზანია წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიის გადაწყვეტილების შესრულებით  ავტომატურად სრულდება  შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ დაკისრებული ვალდებულება.

კომისიის 2020 წლის 19 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელი ე. მებონია.

 II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-626; 02.03.2020);

2. კომისიის 2020 წლის 12 თებერვლის Nგ-20-03/441 წერილი, რომლითაც შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ გაეგზავნა შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილება;

4. შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილება;

5. შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილება;

6.   კომისიის    შეტყობინება    (Nგ-20-03/783;    02.03.2020)    და    მისი    შპს    ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს N19-10-1664 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N19-10-1651; 27.08.2019; შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ 2019 წლის 23 აგვისტოს Nშ-19-6/3521 წერილი);

8. ამონაწერები    მეწარმეთა    და    არასამეწარმეო    (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „რკინიგზის ტელეკომის“ შესახებ;

9.     კომისიის     წერილი     (N16/2567-18,     27.07.2018)     და     მისი     შპს     ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

10. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილი და მისი შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

11. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3834; 27.09.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ასლი კომპანიის მონაცემების შესახებ;

12. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3892; 04.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის ,,ნელგადო ლიმითედის“ აპოსტილით დამოწმებული სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

13. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 15.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია;

14. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-19-6/3982; 16.10.2019), რომელსაც ერთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

15. კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  მოხსენებითი  ბარათი (N20-10-631; 04.03.2020);

16. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ20-6/1294; 11.03.2020);

17. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წერილობითი შუამდგომლობა (Nშ20-6/1312; 12.03.2020);

18. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ განცხადება Nშ20-6/1467; 19.03.2020;

19. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

 III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 2010 წლის 2 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით  უზრუნველყოფა: სპილენძის  წყვილების ადგილობრივი  (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა  და      სიმძლავრეებით    უზრუნველყოფა;    სპილენძის  წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა    და საშუალებებით     უზრუნველყოფა:         არხული     საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური  რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით          უზრუნველყოფა;    B.F.1  ფიქსირებული    საკომუნიკაციო    სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial- up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi;

2. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „გამოყოფილი  არხებით  საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის      შესაბამის     სეგმენტზე,     ამავე    გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით,  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომს“, როგორც  საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა  ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის  ვალდებულება,  ქსელის  შესაბამის  ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების           განცალკევებულად      აღრიცხვის      ვალდებულება      და      სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;

4.  კომისიის  წერილით (N16/2567-18,   27.07.2018)   ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ეცნობათ, რომ კომისიის   მიერ  კანონით   განსაზღვრული    ამოცანებისა  და   ფუნქციის   სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის  ბოლო   ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე  შერწყმის    განზრახვის  შემთხვევაში,   საჭიროა კომისიისგან      მოიპოვონ      წინასწარი თანხმობა,      შესაბამისად, მოსალოდნელი  ტრანზაქციის   შესახებ   ინფორმაცია   უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;

5. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მოეთხოვათ 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინათ ინფორმაცია კომპანიის ყველა პარტნიორის და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ;

6. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „რკინიგზის ტელეკომის“  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3521; 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის პარტნიორები არიან: ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედი“ (Novastar Commerce Ltd) შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ კაპიტალში 100% წილის მფლობელი პარტნიორი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 1586140. ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ ერთადერთი დამფუძნებელი არის შპს ,,კავკასუს ონლაინი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  რეგისტრირებული   კომპანია,   სარეგისტრაციო   ნომრით   211380833.   შპს ,,კავკასუს  ონლაინის“   კაპიტალში  36,2  %  წილის  მფლობელი  პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890. კომპანია ,,ნელგადო ლიმითედში“ წილების მფლობელი პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია - საქართველოს მოქალაქე, ,,ნელგადო ლიმითედში“ 32506 აქციის მფლობელი და კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 596511. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 379092. კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ი კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ში წილებს ფლობს ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის (აზერბაიჯანის მოქალაქე) სასარგელოდ ტრასტის საფუძველზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 63,8% წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“ (International Online Network), რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1502554, რომლის ერთადერთი აქციონერია ,,ნელგადო ლიმითედი“. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია, დაახლოებით 51 % წილის მფლობელი (32506 აქცია) და ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, დაახლოებით 49% წილის მფლობელი (31230 აქცია);

7. კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო, კერძოდ,  შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის და კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისების გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“  ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში.

,,შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“   კომისიის   2019   წლის   17   ოქტომბრის   Nგ-19-18/606  გადაწყვეტილება   შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჩაბარდა 2019 წლის 11 ნოემბერს. შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჰქონდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე;

8. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში;

9. კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“   დაეკისრა ჯარიმა    30    000     (ოცდაათი    ათასი)  ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჩაბარდა 2019 წლის 26 დეკემბერს;

10. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 18 იანვრამდე;

11. კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ დაეკისრა ჯარიმა 63,930.93 (სამოცდასამი ათას ცხრაასოცდაათი და ოთხმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 და 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილებების      დარღვევის   გამო.   ამავე  გადაწყვეტილებით,   შპს   ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის  (წილობრივი  მფლობელობის)  აღდგენის  უზრუნველყოფა    და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ჩაბარდა 2020 წლის 12 თებერვალს;

12. შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ უზრუნველყო კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა   და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის.

 IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-11 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და  ლიცენზიის ან/და   ნებართვის მფლობელების  მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა)     ქვეპუნქტის     თანახმად,     კომისიის     ერთ-ერთი     ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების           ბაზრის     შესაბამისი სეგმენტების  კვლევისა   და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ)     ქვეპუნქტის     თანახმად,     კომისიის     ერთ-ერთი     ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი  ინფორმაცია  თავისი საქმიანობის  შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური  დოკუმენტაცია,  მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების  შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას  კონფიდენციალურობა  მიწოდებული  ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული    კოდექსისა და „პერსონალურ    მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე     მონაცემები     აბონენტთარაოდენობის, ტრაფიკის,     მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული  პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33)ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია  რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ- ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში,  თუ შემძენი     პირის     ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)   პირთა   მიერ   ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ    კომისიას    უნდა    ეცნობოს    შერწყმის    ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში   და უცხო   ქვეყნის   ოპერატორებისთვის   გაწეული  მომსახურებიდან;   დ)   სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა    შერწყმაზე    ან    შეძენაზე   ან    ბაზრის  შესაბამის  სეგმენტზე    არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის   მოხდენის     დადგენის    მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის   მნიშვნელოვნად  დარღვევის   შემთხვევაში  კომისია  უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ    პირს,    რომლის    წილის     ან აქციების                  შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი      სტრუქტურული   ერთეულების  ცალკე    იურიდიულ    პირად/პირებად გამოყოფა);

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   43-ე  მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  კომისია  აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა  მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და    გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,    ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს   კანონმდებლობის,   მათ   შორის,   კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული      მოთხოვნებისა      და ვალდებულებების  შესრულების  მონიტორინგს  კომისია  ახორციელებს  მუდმივად  და სისტემატურად;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”   მე-4   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ)   ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების        საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით   დაკისრებული ვალდებულება  ან  მინიჭებული უფლებამოსილება    -    გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“  არ უზრუნველყო კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილების შესაბამისად სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის   მიერ   შეძენამდე   არსებული   მდგომარეობის   (წილობრივი   მფლობელობის) აღდგენის    უზრუნველყოფა და    აღნიშნულის    დამადასტურებელი    დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის 22 თებერვლამდე, ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის. შედეგად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იმ პირობებში, როცა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის აღნიშნულ კომპანიაში ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი კვლავ უკანონოდ ფლობს წილს.   შესაბამისად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის,   კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019   წლის   12   დეკემბრის   Nგ-19-18/696   და  2020   წლის   6   თებერვლის   Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებების დარღვევას.

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ დაეკისრა ჯარიმა 63,930.93 (სამოცდასამი ათას ცხრაასოცდაათი და ოთხმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 და 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შპს ,,რკინიგზის ტელეკომმა“ არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა და აღნიშნულ კომპანიაში ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი კვლავ უკანონოდ ფლობს წილს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ადმინისტრაციული პასუხისგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის  მოხსენებითი  ბარათიდან  (N20-10-631; 04.03.2020) ირკვევა,   რომ  შპს „რკინიგზის ტელეკომის“  ბოლო  12  კალენდარული  თვის  ჯამური შემოსავლის  3 %  შეადგენს 191,367.37 (ასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამოცდაშვიდი და ოცდაჩვიდმეტი) ლარს. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 3 % არ არის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები და ასევე, არ აღემატება ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას. შესაბამისად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონით განსაზღვრული სახის გამოყენების შემთხვევაში, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 191,367.37 (ასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამოცდაშვიდი და ოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. კომისიის, როგორც აღნიშნულ სფეროში საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და კანონის მოთხოვნების აღსრულების უზრუნველმყოფი ბერკეტი კომისიას გააჩნია უშუალოდ ავტორიზებულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებები.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  ,,კავკასუს  ონლაინს“  და  შპს  ,,რკინიგზის ტელეკომს“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ეკისრებათ როგორც ავტორიზებულ პირებს.  კანონმდებლობის დარღვევისთვის თითოეული მათგანი პასუხს აგებს ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 და Nგ-19-18/606, 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 და Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 და Nგ- 20-18/89 გადაწყვეტილებებით, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ ცალ-ცალკე დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, როგორც ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედ ავტორიზებულ პირებს, თითოეული მათგანის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მგავსი გადაცდომა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ რამდენჯერმე იყო გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონით განსაზღვრული სახეები (წერილობითი   გაფრთხილება   და   ჯარიმები).   ამასთანავე,   იმ  შემთხვევაში, თუ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების (2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-20/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 და 12 მარტის Nგ-20-18/ 320 გადაწყვეტილებების) შესრულებას, შედეგობრივად, აღნიშნული უზრუნველყოფს შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას,     სამართალდარღვევის აღმოფხვრას. დამატებით, მოცემულ შემთხვევაში კომისია მხედველობაში იღებს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ 2020 წლის 12 მარტის წერილობით შუამდგომლობაში და ასევე, 19 მარტის განცხადებაში მოცემულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ დამატებით ფინანური სანქციის დაკისრება კომპანიას მძიმე ფინანსურ მდგომარებაში ჩააყენებს.

საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    34-ე  მუხლის თანახმად „ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც      ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი,          რაც     ზოგადად     გათვალისწინებულია     საქართველოს     ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომის“  ბენეფიციარი  მესაკუთრე შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი და მისსავე რეგულირების სფეროში დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც პირდაპირი მაგისტრალური ინფრასტრუქტურით აკავშირებს ჯერ საქართველოს, შემდეგ რეგიონის 2 ქვეყანას და სხვა ქვეყნებს ევროპასთან და რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ტრანზაქციის განხორციელებამდე იყო საქართველოს მოქალაქე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითად   ამოცანაა   ელექტრონული   საკომუნიკაციო  ქსელებითადა საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული  საკომუნიკაციო  მომსახურების    სფეროში კონკურენტუნარიანი  გარემოს ჩამოყალიბება,  შენარჩუნება და განვითარება, ხოლო  ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული      საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი    ავტორიზებული    პირების  მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით შედეგობრივად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლებელია განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება არსებითი, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის.

კომისიას ასევე, მიაჩნია, რომ  სამართალდარღვევის აღმოფხვრისა სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და საქართველოში ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვისა და        საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ უნდა დაევალოს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, ხოლო ამ ქმედებების განხორციელების ვადა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ შუამდგომლობის გათვალისწინებით განისაზღვროს 2020 წლის პირველ მაისამდე.

 V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე  და 27-ე  მუხლებისა  და  45-ე  მუხლის  მე-3 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე და 34-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

 

გადაწყვიტა:

1. შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696  და 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო;

2. შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ გათავისუფლდესმ ადმინისტრაციული პასუხიმსგებლობისგან;

3.  შპს   ,,რკინიგზის   ტელეკომმა“   უზრუნველყოს   სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ,  შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“  ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2020 წლის პირველ მაისამდე;

4. დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას  (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს  „რკინიგზის  ტელეკომისთვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა  და გადაწყვეტილების გამოქვეყნება, ასევე, კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის  Nგ-19-20/604, Nგ-19-20/605, Nგ-19-20/606, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696 და Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87 და Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებების დახურული ნაწილების გასაჯაროება (ნ. ჯანელიძე);

5.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის  შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი   მე-12   კმ.,   №6)   შპს   „რკინიგზის   ტელეკომისთვის“    ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.    დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივ    დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს „რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე      ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები