„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: გ-20-23 / 345

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2020 19:33

მიღების თარიღი მარტი 05, 2020

„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილება „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საჭიროებს ცვლილებების შეტანას, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად, კომისიაში უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 23 აპრილს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) და სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა; 

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას   (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების   დაწყების    შესახებ    ცნობისა    და    დადგენილების    პროექტის   კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე

6.   გადაწყვეტილება   ცალკე   გასაჩივრებას   არ   ექვემდებარება   საქართველოს   ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

კახი ბექაური  თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები: